სიმონ ჯანაშია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
- {{მუშავდება}}
No edit summary
ხაზი 47:
ჯანაშიამ მნიშვნელოვანი შრომა გასწია საქართველოს ისტორიულ წყაროთა გამოცემის, უცხოური წყაროების ცნობების [[ქართული ენა|ქართულად]] თარგმნის თუ მათი წყაროთმცოდნეობითი ანალიზის ხაზით. არაერთი ნაშრომი მიუძღვნა მან ქართული კულტურის ისტორიას, [[ისტორიული გეოგრაფია|ისტორიული გეოგრაფიის]] საკითხებს. ჯანაშია ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ კვლევა-ძიებებს საქართველოში. 1940 წლიდან ის სათავეში ჩაუდგა [[მცხეთა|მცხეთის]] ტერიტორიაზე დაგეგმილ არქეოლოგიურ სამუშაოებს. მოპოვებული ახალი მასალის ანალიზი აისახა მის შრომებში და „საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში“. 1943 წელს ჯანაშიას, [[ნიკო ბერძენიშვილი]]სა და [[ივანე ჯავახიშვილი]]ს ავტორობით (რედაქტორი სიმონ ჯანაშია) გამოვიდა [[საქართველოს ისტორია|საქართველოს ისტორიის]] სასკოლო სახელმძღვანელო უძველესი დროიდან XIX საუკუნის დამდეგამდე. 1926 წლიდან ჯანაშია წლების მანძილზე კითხულობდა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]] აფხაზური ენის კურსს, ლექციებს საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობაში, საქართველოს ისტორიის ზოგად კურსს, ატარებდა სპეციალურ კურსებსა და სემინარებს.
 
ჯანაშია ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ მუშაობას. იყო სსრკ II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯიდოებულია 2 [[ლენინის ორდენი]]თ, [[შრომის წითელი დროშის ორდენი]]თა და მედლებით. სსრკ სახელმწიფო პრემიის ორგზის (1943, 1947) ლაურეატი. სიმონ ჯანაშიას სახელობისაა [[საქართველოსსიმონ მეცნიერებათაჯანაშიას სახელობის აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] მუზეუმი|საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი]], ერთ-ერთი ქუჩა თბილისში, დაწესებულია [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] ჯანაშიას სახელობის პრემია. 1947 წელს რეჟისორებმა [[ირაკლი კანდელაკი|ირაკლი კანდელაკმა]] და [[შალვა ჩაგუნავა]]მ გადაიღეს კინონარკვევი „აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას ხსოვნას“.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიმონ_ჯანაშია“-დან