ვანის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 54:
 
მუნიციპალიტეტში არის კვების მრეწველობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის (ღვინის და საკონსერვო ქარხნები) საწარმოები. მთავარი სამრეწველო საწარმოებია [[ვანი]]ს, [[ზეინდარი|ზეინდრისა]] და [[ამაღლება (ვანის მუნიციპალიტეტი)|ამაღლების]] ღვინის ქარხნები. ამაღლებაში არის აგრეთვე საკონიაკო საამქრო, საიდანაც იგზავნება მზა მასალა [[ვარციხე|ვარციხის]] კონიაკის ქარხანაში.
 
ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, ვანის მუნიციპალიტეტის მთელი ფართობიდან სავარგულებს უკავია 16,2 ჰა. აქედან: სახნავი 4,8 ათ. ჰა, მრავალწლიანი ნარგავი 5,4 ათ. ჰა., ნასვენი 0,4 ჰა., სათიბი 0,1 ათ. ჰა., საძოვარი 5,5 ათ. ჰა.
 
სოფ. მეურნეობაში წამყვანია მევენახეობა (2,6 ათ. ჰა). ვაზის მთავარი ჯიშებია: [[ცოლიკოური]], [[ციცქა]] და [[ალადასტური]]. განვითარებულია აგრეთვე მებოსტნეობა, განსაკუთრებით კი ხახვის მოყვანა (680 ჰა). ჩაის ბუჩქი გაშენებულია 170 ჰა-ზე. მსხვილფეხა რქოსანი საქონელი 18,6 ათ. სულია, მათ შორის 6,5 ათ. ფური. სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეფუტკრეობა (1020 ძირი სკა), მეფრინველეობა. მუნიციპალიტეტში არის ციტრუსებისა და სუბტროპიკული კულტურების ჯიშთა გამოცდის სახელმწიფო პუნქტი (70 ჰა) და თესლის ლაბორატორია.
 
===სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა===
მუნიციპალიტეტის მთავარი სატრანსპორტო კვანძია ქალაქი [[ვანი]], რომელიც გზატკეცილების ხშირი ქსელითაა წარმოდგენილი. ქალაქი საავტომობილო გზებით უკავშირდება ქალაქებს: [[ქუთაისი|ქუთაისს]], [[ბაღდათი|ბაღდათს]], [[სამტრედია]]ს და [[ლანჩხუთი|ლანჩხუთს]]. ქალაქი უკავშირდება კავკასიის ძირითად სარკინიგზო მაგისტრალებს ქუთაისიდან და სამტრედიიდან. თბილისამდე მანძილი უდრის 220 კმ. ქალაქი შედარებით ახლოს იმყოფება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ისეთ მნიშვნელოვან საპორტო ქალაქებთან, როგორიცაა ფოთი და ბათუმი. უახლოესი აეროპორტი კოპიტნარი 40 კმ-ზეა.
 
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები. მათი საერთო სიგრძეა 175 კმ.