სერგი დურმიშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 32:
მან [[ბიოქიმია|ბიოქიმიის]] ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას — [[ალკოჰოლური დუღილი]]ს ბიოქიმიას მრავალი ორიგინალური გამოკვლევა მიუძღვნა. პირველმა შეისწავლა რძემჟავის გენეზისი ალკოჰოლური დუღილის პროცესში. დაადგინა, რომ დუღილის პროდუქტებს შორის გამოვლენილი კორელაციური დამოკიდებულება პირობით ხასიათს ატარებს და მადუღარ არეში არსებული დუღილის ძირითადი და მეორეული პროდუქტები რთულ და მრავალმხრივ გარდაქმნებს განიცდის საფუვრების სხვადასხვა გენერაციების მიერ, გამოავლინა ამ გარდაქმნების ძირითადი გზები. მისი კვლევის ეს შედეგები საყოველთაოდ აღიარებულია და შეტანილია მრავალ ადგილობრივ თუ უცხოურ სახელმძღვანელოში. დუღილის ბიოქიმიაში ჩატარებულმა ამ გამოკვლევებმა თეორიული საფუძვლები შეუქმნეს ამ პროცესზე დამყარებულ ტექნოლოგიებს. დადგენილი ვაზის მთრთიმლავ ნივთიერებათა ქიმიური ბუნება, იდენტიფიცირებულია მრავალი პრინციპული მნიშვნელობის ინდივიდუალური ნაერთი. შრომები, რომლებიც [[ვაზი]]ს მთრთიმლავი ნივთიერებების და ანთოციანების ქიმიას მიეძღვნა, შევიდა მსოფლიოს სპეციალურ ლიტერატურაში. სერგი დურმიშიძის ამ შრომებმა დიდი გავლენა მოახდინა [[ვაზი]]სა და [[ღვინო|ღვინის]] ბიოქიმიურ და ტექნოლოგიურ გამოკვლევებზე.<ref name="sdr" />
 
1955 წელს გამოიცა აკადემიკოს სერგი დურმიშიძის მონოგრაფია: „ვაზისა და ღვინის მთრთიმლავი ნივთიერებანი და ანთოციანები“. დღესაც ეს ნაშრომი სამაგიდო წიგნს წარმოადგენს ფენოლურ ნაერთებზე მომუშავე მკვლევართათვის. უცხოელი მეცნიერების მიერ ამ წიგნის ძირითადი შინაარსი გადაითარგნა და გამოქვეყნდა [[აშშ]]-ში, [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], [[იტალია]]სა და [[პორტუგალია]]ში. დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი]]თ, 4 [[შრომის წითელი დროშის ორდენი]]თ და მედლებით. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ქალაქ [[თბილისი]]ს საპატიო მოქალაქეა. 1990 წელს ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტს მიენიჭა სერგი დურმიშიძის სახელი. დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|დიდუბის პანთეონში]].<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/12351/1/Sapatio_%20Moqalaqeebi.pdf აკადემიკოსი სერგი დურმიშიძე]</ref> დურმიშიძე 5 [[მონოგრაფია|მონოგრაფიის]], 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 6 გამოგონების ავტორია.<ref>[http://sortov.net/lyudi/durmishidze-sergey-vasilevich.html აკადემიკოსი სერგი დურმიშიძე]</ref>
 
1954-1955 წლებში საქართველოს კპ ცკ-ის წევრი. საქართველოს სსრ IV-IX მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.<ref name="qse">{{ქსე|3|656||არა}}</ref>