ორაკული: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

22:16, 3 დეკემბერი 2005-ის ვერსია

ორაკული პიროვნება ან სააგენტო რომელიც წინასწარმეტყველების ან ბრძნული რჩევის წყაროდ აღიქმებოდა; ხშირად სპირიტუალურ ხასიათს ატარებდა და შეუმცდარ ავტორიტეტად ითვლებოდა. ძველ სამყაროში ბევრმა ადგილმა მოიხვეჭა ორაკულისეული სიბრძნის გადმოცემის რეპუტაცია: ეს ადგილებიც ორაკულები ხდებოდა თავად იმ პიროვნებებთან ერთად, რომელთა სახელი ლათინური ზმნიდან orare (თქმა) მომდინარეობს.

ორაკულები ცნობილი იყო ანტიკური ხანის ყველა ცივილიზაციისთვის. ჩინეთში ორაკული ძვლების გამოყენებას შანგის დინასტიამდე (ძვ.წ. 1600 - ძვ.წ. 1046) მივყავართ. I ჩინგი (ცვლილებათა წიგნი) ქრონოლოგიურად დალაგებულ ნიშანთა კრებულია, რომელიც ორაკულებად გამოიყენებოდა იმ პერიოდში. გარდა ორაკულისა I ჩინგს დიდი გავლენა ჰქონდა ჩინეთის ფილოსოფიაზე, ლიტერატურასა და სახელმწიფოებრიობაზე ჟუს დინასტიიდან მოყოლებული (ძვ.წ. 1122 - ძვ.წ. 256).

კლასიკურ საბერძნეთში უმთავრესი ორაკული - სიბილი (ან პირთია) დელფის აპოლონის ტაძარში იმყოფებოდა. ორაკულს მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ჰელენისტური კულტურებში; ბერძნები მას რჩევას ეკითხებოდნენ მნიშვნელოვანი წამოწყებების - ომების, კოლონიების დაფუძნების და ა.შ. განხორციელებამდე. ნახევრად ჰელენისტური ქვეყნები საბერძნეთის გარშემო, როგორებიცაა მაკედონია, ლიდია, ცარია და ეგვიპტეც კი დელფის ორაკულის წინ ქედს იხრიდნენ. ლიდიის მმართველი კროესუსი დელფის ორაკულს დაეკითხა რჩევას სპარსეთზე შეტევეის წინ და ჰეროდოტეს მიხედვით პასუხად მიიღო: “შენ გაანადგურებ უდიდეს იმპერიას”. ირწმუნა რა რომ პასუხი მის სასარგებლო იყო, კროესუსმა სპარსეთს ომი გამოუცხადა, თუმცა საბოლოოდ საკუთარი იმპერია გაუნადგურდა სპარსელების მიერ.

ორაკულს გადმოცემის თანახმად სოკრატე საბერძნეთის უჭკვიანეს ადამიან შეურაცხავს, რაც სოკრატეს ასე აუხსნია - ის უჭკვიანესი იყო ვინაიდან მხოლოდ უწყოდა საკუთარი უმეცრება. მე-3 საუკუნეში ორაკულმა (შესაძლოა ქრთამის მეშვეობით) გამოაცხადა, რომ ამიერიდან ღმერთი მას აღარ დაელაპარაკებოდა.

კრეტაზე მდებარეობდა მეორე მნიშვნელოვანი ორაკული, რომელიც აპოლონს ემსახურებოდა. მას საბერძნეთში ყველაზე ზუსტ ორაკულად თვლიდნენ.

ეგვიპტეში, ამმონის ტაძარში იმყოფებოდა ორაკული, რომელსაც ბერძნები ზევსს უკავშირებდნენ. ალექსანდრე დიდს ერთხელ უნახულებია იგი და გადმოცემით ორაკულს ის ამმონის ვაჟად შეურაცხავს, რასაც უფრო განუმტკიცებია ალექსანდრესთვის წარმოდგენა საკუთარი ღვთიური წარმოშობის შესახებ.

ტიბეტში ორაკულებს ისევე როგორც წარსულში და ამჟამადაც მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ რელიგიასა და პოლიტიკაში. სიტყვა ორაკული ტიბეტელების მიერ მითითებს სულზე, რომელიც საჭიროებისამებრ მედიუმი ადამიანის სხეულში ისადგურებს. მედიუმები, მაშასადამე, ცნობილი არიან, როგორც კუტენი, რაც ფიზიკურ ბაზისს ნიშნავს. დალაი-ლამა რომელიც გახიზნულია ტიბეტიდან და ჩრდილოეთ ინდოეთში ცხოვრობს დღესაც რჩევას ეკითხება ნეჩუნგის ორაკულს, რომელიც ტიბეტის მთავრობის ოფიციალურ სახემწიფო ორაკულად ითვლება. ტრანსისა და დასაკუთრების პროცესი სრულად აქვს მას აღწერილი საკუთარ წიგნში Freedom in Exile.

რესურსები ინტერნეტში

ka:ორაკული