თალიბანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 27:
|სქოლიო =
}}
'''თალიბანი''', ან '''თალიბანის მოძრაობა''' (თულაბას დამახინჯებული ფორმა, არაბული თალიბის მრავლობითი ფორმა, „მოსწავლე“) — ისლამური ფუნდამენტალისტური პოლიტიკურ-რელიგიური პრო-პაშტუნთა მოძრაობა, რომელიც თითქმის მთელ [[ავღანეთი|ავღანეთს]] მართავდა 1996-2001 წლებში. დიპლომატიური აღიარება მხოლოდ სამი ქვეყნისგან მიიღო: [[არაბთა გაერთიანებული საამიროები]], [[პაკისტანი]] და [[საუდის არაბეთი]], ასევე არაღიარებული სახელმწიფო [[იჩქერია|იჩქერიისგან]]. [[გაეროს უშიშროების საბჭოსსაბჭო]]ს მიერ აღიარებულია როგორც ტერორისტული ორგანიზაცია.<ref>[http://www.un.org/sc/committees/1267/consolist.shtml Security Council Committee established pursuant to resolution 1267 (1999) concerning Al-Qaida and the Taliban and Associated Individuals and Entities]</ref> თალიბანს [[აშშ]]-ში არ არქვს ტერორისტული ორგანიზაციის ოფიციალური სტატუსი.
 
„თალიბანის მოძრაობა“ შეიქმნა 1994 წლის ზაფხულში [[ყანდაარი|ყანდაარში]], ავღანეთში მიმდინარე სამოქალაქო გაცხარებული ომის დროს. თავდაპირველად თალიბანში გაწევრიანებულები იყვნენ ომის ვეტერნებივეტერანები, ლტოლვილი პუშტუნები, რომლებმაც რელიგიური განათლება პაკისტანურ მედრესეში მიიღეს და მხარდაჭერილნი იყვნენ პაკისტანელი სპეცსამსახურების მიერ. თალიბების იდეოლოგია მოიცავდა ისლამურ ფუნდამენტალიზმს ადგილობრივ პუშტუნურ ჩვეულებებთან ერთად. იმ დროს თალიბების მიზანი იყო [[ისლამი|ისლამური]] ნორმების აღდგენა, აგრეთვე მშვიდობის დაბრუნება [[ავღანეთი|ავღანეთში]]. მოძრაობას მეთაურობდა ომის ვეტერანი მუჰამედ[[მოჰამედ ომარი]].
 
სულ მალე თალიბებმა დაიკავეს ავღანეთის დიდი ნაწილი. 1996 წლის აპრილში ქალაქ ყანდაარში შედგა მუსლიმან თეოლოგთა კრება, სადაც მულა ომარი შერაცხეს „მართლმორწმუნეების მბრძანებელად“ და მოძრაობამ დაიწყო ქაბულში განლაგებული პრეზიდენტის ბურჰანუდინ რაბანის წინააღმდეგ ომი. იმავე წლის სექტემბერში თალიბებმა დაიკავეს ქალაქი ქაბული და ამ დროიდან დაწყებული 2001 წლამდე ფაქტობრივად განაგებდნენ ავღანეთის სახელმწიფოს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თალიბანი“-დან