პოსტმოდერნიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
 
პოსტმოდერნიზმი თავიდან [[არქიტექტურა|არქიტექტურულ]] მიმდინარეობას ეწოდებოდა, რომელმაც უარი თქვა [[მოდერნიზმი|მოდერნიზმის]] პირობითობებზე და ახალი ფორმების ძიება დაიწყო. იგი ხასიათდება [[დეკორაცია|დეკორაციების]], წარსულის მოტივების, [[ეკლექტიზმი|ეკლექტიზმისადმი]] მიბრუნებით. პოსტმოდერნიზმი ემყარება [[პოპ-არტი|პოპ-არტის]] ახალ ხედვასა და მის [[არქიტექტურა|არქიტექტურულ]] გამოსახვას, რაც საფუძველს პოულობს [[ვენტური, რობერ|რობერ ვენტურის]] ნაშრომში „სწავლა ლას ვეგასიდან“. შემდგომში ტერმინი გამოყენებულ იქნა [[ხელოვნება|ხელოვნებისა]] და [[ლიტერატურა|ლიტერატურის]] ისტორიაში უფრო ზოგადი მიმდინარეობის აღსანიშნავად.
 
 
== პოსტმოდერნისტული [[ესთეტიკა]] ==
თუკი [[მოდერნიზმი]] ახალი ფორმების შექმნით ხასიათდება, პოსტმოდერნიზმი არსებული ფორმების ხელახლა გამოყენებაზეა ორიენტირებული. ამ ფორმების, ციტირებებისა თუ [[სტილი|სტილისტური]] დეტალების გამოყენება შეიძლება იყოს როგორც სერიოზული ასევე [[ირონია|ირონიულიც]]. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დამახასიათებელია აღნიშნული მიმდინარეობისათვის. თუკი [[მოდერნიზმი]] თავისი [[ესთეტიკა|ესთეტიკის]] ცენტრში ავტორსა და შემოქმედებას ათავსებს, პოსტმოდერნიზმი ინტერპრეტაციას ანიჭებს უპირატესობას. ხშირად ეს ყოველივე ავტოკომენტირებაშიც გადადის. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ [[ნაბოკოვი, ვლადიმირ|ვლადიმირ ნაბოკოვის]] „ფერმკრთალი ალი“, სადაც ერთდროულად მოცემულია პოეტური მონათხრობი და ამ მონათხრობის კომენტარი, რითაც მიიღწევა ე.წ. [[დისტანციაცია|დისტანციაციის]] ეფექტი. პოსტმოდერნისტული ნაწარმოები ხშირად წარმოდგენილია როგორც ჰეტეროკლიტური ელემენტების [[კოლაჟი]] ყოველგვარი [[ჰარმონია|ჰარმონიის]] გარეშე. მაგ. [[ირლანდია|ირლანდიელი]] ფლენ ო’ბრაიენის რომანი At ''swim-two-birds'', სადაც ერთმანეთს ენაცვლება სხვადასხვა ჟანრის ტექსტები: [[ვესტერნი]], შუასაუკუნის [[ეპოპეა]], [[ზღაპარი]] და [[ვოდევილი]]. მართალია, [[კოლაჟი|კოლაჟს]] ამგვარი ფორმით [[მოდერნიზმი|მოდერნიზმიც]] იყენებს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ამ უკანასკნელში იგი გამოყენებულია რეალობის სირთულის აღსაქმელად, პოსტმოდერნიზმში კი კონტრასტისა და [[დისტანციაცია|დისტანციაციის]] ეფექტის მისაღწევად.
პოსტმოდერნიზმი შლის იერარქიას [[ელიტა|ელიტარულ]] და პოპულარულ [[კულტურა|კულტურას]] შორის, რისი ერთ-ერთი ნათელი მაგალითია [[ხელოვნება|ხელოვნებისა]] და [[რეკლამა|რეკლამის]] შერწყმა.
 
 
== ლიტერატურა: ==
Line 28 ⟶ 26:
* [[დერიდა, ჟაკ|ჟაკ დერიდა]]
* ჟან ბოდრიიარი
 
 
== არქიტექტურა ==
Line 37 ⟶ 34:
* [[სტრავინსკი, იგორ|იგორ სტრავინსკი]]
* ლუჩანო ბერიო
 
 
== იხილეთ აგრეთვე ==