ჯენესისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 96:
გიტარისტი ჰეკეტი ''Wind & Wuthering''-ის გამოცემისთვის საკმაოდ იმედგაცრუებული ჩანდა<ref name="mojo07"/> და თავს შეზღუდულად გრძნობდა. იგი იყო ჯგუფის პირველი მონაწილე, რომელმაც ჩაწერა სოლო ალბომი, ''[[Voyage of the Acolyte]]'' (რომელზეც კოლინზი და რეზერფორდიც გამოჩნდნენ) და ისიამოვნა ჩაწერის პროცესით, რომლის საშუალება ჯგუფში არ ჰქონდა. ჰეკეტის ალბომზე კოლინზი მღეროდა სიმღერაში „Star of Sirius“. ჯენესისისთვის დაწერილი ჰეკეტის საავტორო და გამოუყენებელი სიმღერებიდან მასში მოხვდა „Shadow of the Hierophant“. ჰეკეტმა ითხოვა ჯგუფის ახალ ალბომში საკუთარი კომპოზიციებისთვის 1/4 ადგილი, რაც კოლინზის აზრით იყო „ჯგუფის ფარგლებში მუშაობის სულელური მეთოდი“. <ref name=hackettdepart>[http://www.g2online.co.uk/wind.htm "Wind & Wuthering 1977 – Genesis Remember"]. g2online.co.uk. Retrieved 23 March 2007.</ref> საბოლოოდ სტივენის კომპოზიციებიდან ალბომზე მოხვდა „Unquiet Slumbers for the Sleepers...“/„...In That Quiet Earth“, „Eleventh Earl of Mar“, ხოლო „Inside and Out“ შეტანილი იქნა [[EP]]-ზე ''[[Spot the Pigeon]]''. ჰეკეტის/კოლინზის ერთობლივი „Blood on the Rooftops“ ჯგუფს ცოცხლად არასოდეს შეუსრულებია, ხოლო „Please Don't Touch“ მოგვიანებით ჩაიწერა ჩესტერ თომპსონის მონაწილეობით და მოხვდა [[Please Don't Touch|ჰეკეტის ამავე სახელწოდების ალბომზე]]. ამ სიმღერის მაგივრად ჯგუფმა ალბომის პირველი მხარის ბოლოს გამოიყენა „Wot Gorilla?“. ჰეკეტმა ჯენესისი დატოვა 1977 წლის ოქტომბერში, როდესაც ჯგუფი მუშაობდა 1976/1977 წლებში ცოცხალი ალბომის ''[[Seconds Out]]'' ხმის მიქსზე. ჯგუფთან ერთად ჰეკეტის უკანასკნელი ჩანაწერები შეტანილია ''Spot the Pigeon''-ში.
 
=== სამკაციანი პერიოდი (1978–79) ===
 
ჰეკეტის წასვლის შემდეგ რეზერფორდი სტუდიაში დაკავდა წამყვანი გიტარის პარტიებით. ჯგუფი მიუახლოვდა წონასწორობას შემოქმედებითი წვლილის მხრივ. მათ გადაწყვიტეს ტრიოს სახით არსებობა, რაც დაადასტურეს ალბომის ''[[...And Then There Were Three...]]'' (1978) სახელწოდებით. იგი იყო პროგრესული როკ-ეპიკური კომპოზიციებისგან კიდევ უფრო დიდი დაშორება. ალბომიდან გამოცემული „[[Follow You Follow Me]]“ ჯენესისის პირველ ამერიკულ რადიო ჰიტად იქცა. მისმა პოპულარობამ ალბომს ჯგუფს აშშ-ში პირველი პლატინის დისკი მოუტანა. <ref>[http://www.riaa.com/goldandplatinumdata.php RIAA Gold & Platinum database]. RIAA. Retrieved 4 December 2011</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯენესისი“-დან