ფშემისლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა დასახლება |სტატუსი = ქალაქი |ქართული სახელი...
 
No edit summary
ხაზი 62:
}}
 
'''ფშემისლი''', '''პერემიშლი''' ({{lang-pl|Przemyśl}}) — სასაზღვრო ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში, მდინარე სანის[[სანი]]ს ნაპირზე, 1998 წლამდე იყო ფშემისლის სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი, რომლის დაშლის შემდეგ შევიდა კარპატების სავოევოდოს შემადგენლობაში. 2006 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 66,715 ადამიანი. სატრანსპორტო კვანძი და სამრეწველო ცენტრი. დაარსდა X საუკუნეში. X-XII საუკუნეებში პოლონეთს, უნგრეთსა და კიევის რუსეთს ბრძოლა ჰქონდათ ფშესილის ხელში ჩასაგდებად. XII საუკუნიდან გალიჩ-ვოლინის სამთავროს შემადგენლობაში იყო. 1340 წლიდან ეკუთვნოდა პოლონეთს. პოლონეთის I დანაწილებით (1772) ავსტრიას გადაეცა (1773). მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქში მიმდინარეობდა ბრძოლა საბჭოთა არმიასა და ფაშისტურ გერმანიას შორის; წითელმა არმიამ ქალაქი გაათავისუფლა 1944 წლის 27 ივლისს. 1945 წლის სსრკ-პოლონეთის შეთანხმების შედეგად ფშემისლი შევიდა პოლონეთის შემადგენლობაში. ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია: ტაძარი (1460-1571 წლები, გადააკეთეს 1744 წელს; მის შემადგენლობაშია XII-XIII საუკუნეების როტონდა), XVII-XVIII საუკუნეების მონასტრები და ეკლესიები; XVIII-XIX საუკუნეების სასახლეები და საკუთარი სახლები; XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის საფორტიფიკაციო ნაგებობები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფშემისლი“-დან