კოტე მარჯანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბმული
ხაზი 19:
[[1922]] წელს მარჯანიშვილმა რუსთაველის თეატრში დადგა რევოლუციურ-ჰეროიკული სპექტაკლი ლოპე და ვეგას "ცხვრის წყარო", რომელიც ქართული თეატრის განახლებას დაედო საფუძვლად. [[1926]] წლამდე მარჯანიშვილი სათავეში ედგა რუსთაველის თეატრს. აქ მან დადგა [[ანტონოვი, ზურაბ | ზ. ანტონოვის]] "მზის დაბნელება საქართველოში" (1922), [[ერისთავი, გიორგი | გ. ერისთავის]] "გაყრა" (1923), [[მოლიერი | ჟ.მოლიერის]] "გააზნაურებული მდაბიო" (1924; [[ქორელი, მიხეილ | მ. ქორელთან]] ერთად), [[შექსპირი, უილიამ | უ. შექსპირის]] "ჰამლეტი" (1925) და სხვა.
 
1924-1928 წლებში მარჯანიშვილი მოღვაწეობდა ქართულ კინოში. გადაიღო ფილმები: "ქარიშხლის წინ" (1924), "სამანიშვილის დედინაცვალი" (1924), "[[ამოკი (ფილმი)|ამოკი]]" (1927), "კრაზანა" (1928), "კომუნარის ჩიბუხი" (1929).
 
[[1928]] წელს ქუთაისში დააარსა დრამატული თეატრი მე-2 სახელმწიფო თეატრის სახელწოდებით. 2 სეზონის შემდეგ (1928-1930) თეატრი თბილისში გადმოვიდა. მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა ამ თეატრს გარდაცვალებამდე (გარდაცვალების შემდეგ,[[ 1933]], თეატრს მარჯანიშვილის სახელი ეწოდა). აქ მარჯანიშვილმა დადგა: [[ტოლერი, ერნსტ | ე.ტოლერის]] "ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ!" (1928), [[შოუ, ჯორჯ ბერნარდ | ბ. შოუს]] "წმინდა ქალწული" (1928); კარპიო ლოპე ფელიქს დე | ლოპე და ვეგას "ცხვრის წყარო" (1928), [[დადიანი, შალვა | შ. დადიანი]] "კაკალგულში" (1928); [[გუცკოვი, კარლ | კ. გუცკოვის]] "ურიელ აკოსტა" (1929), [[კაკაბაძე, პოლიკარპე |პ. კაკაბაძის]] "ყვარყვარე თუთაბერი" (1929),[[ ბუხნიკაშვილი, გრიგოლ | გ. ბუხნიკაშვილის]] "კი მაგრამ..." (1930), [[შელი, პერსი | პ. შელის]] "ბეატრიჩე ჩენჩი" (1930), [[ოლეშა, იური | ი. ოლეშას]] "სამი ბღენძი" (1931), [[კალაძე, კარლო | კ. კალაძის]] "სახლი მტკვრის პირას" (1931), [[აფინოგენოვი, ალექსანდრე | ა. აფინოგენოვის]] "შიში" (1932), [[შექსპირი, უილიამ | უ. შექსპირის]] "ოტელო" (1932), [[ანტონოვი, ზურაბ | ზ. ანტონოვის]] "მზის დაბნელება საქართველოში" (1933) და სხვა.