ბიოგეოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
 
ბიოგეოგრაფიას აქვს შემდეგი მეთოდები: შედარებით-გეოგრაფიული, ეკოლოგიური, რაოდენობრივი, ისტორიული და კარტოგრაფიული. ბიოგეოგრაფიას მიაკუთვნებენ მეცნიერებას, რომლებიც ბიოსფეროს შეეხება. მოძღვრება ბიოსფეროს შესახებ დაამუშავა ვლადიმერ ვერნადსკიმ. ბიოგეოგრაფია მჭიდროდ არის დაკავშირებული ბიოცენოლოგიასთან, ეკოლოგიასა და ბიოგეოცენოლოგიასთან. ბიოგეოგრაფიის შემადგენობაში შედის ბიოცენოზთა გეოგრაფიაც.
 
ბიოგეოგრაფია წარმოადგენს მცენარეული საფრისა და ცხოველთა სამყაროს რაციონალური გამოყენების თეორიულ საფუძველს. იგი ადგენს რესურსების გამოყენების ნორმებსა და ვადებს გეოგრაფიული გარემოს თავისებურებებთან დაკავშირებით. ბუნების დაცვის სწორი ორგანიზაცია დაფუძნებულია სხვადასხვა ფიზიკურ-გეოგრაფიული ოლქებისა და ნაირგვარი ზონების ბიოგეოგრაფიულ თავისებურებათა ცოდნაზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბიოგეოგრაფია“-დან