ედმუნდ ჰილარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები
No edit summary
ხაზი 29:
|ხელმოწერა =
}}
სერ '''ედმუნდ ჰილარი''' (დ. [[20 ივლისი]], [[1919]], [[ოკლენდი]] — გ. [[11 იანვარი]], [[2008]], იქვე) — [[ახალზელანდიელები|ახალზელანდიელი]] საზოგადო მოღვაწე, მთამსვლელი. ნეპალის საპატიო მოქალაქე. 1953 წლის 29 მაისს [[ნორგეი თენცინგი|ნორგეი თენცინგთან]] ერთად პირველი ავიდა [[ევერესტი|ევერესტზე]], რისთვისაც მიიღო აზნაურის[[აზნაური]]ს წოდება. 1953-1965 წლებში დაიპყრო კიდევ ათი მწვერვალი ჰიმალაიში[[ჰიმალაი]]ში. 1955-1958 წლებში ხელმძღვანელობდა ბრიტანეთის თანამეგობრობის ტრანსანტარქტიდული ექსპედიციის ახალზელანდირ ნაწილს, ექსპედიციამ მიაღწია სამხრეთ პოლუსს. 1960-1961 წლებში ხელმძღვანელობდა ექსპედიციას ჰიმალაიში, რომელიც იკვლევდა დიდ სიმაღლეზე ადამიანის მრავალთვიური ყოფნის შედეგად მიმდინარე აკლიმატიზაციის პროცესებს. XX საუკუნის 80-იან წლებში იყო ახალი ზელანდიის ელჩი ინდოეთში. ალპინიზმით სკოლის ასაკში დაინტერესდა. პირველი ასვლა განახორციელა ოლივიეს მთაზე (1933 მ) ახალ-ზელანდიაში. მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა ახალი ზელანდიის სამხედრო-საჰაერო ძალებში. 1945 წელს ფიჯიში გაგზავნეს, ხოლო შემდეგ სოლომონის კუნძულებზე. 1951 წელს მონაწილეობა მიიღო ერიკ შეპტონის ხელმძღვანელობით გამართულ ბრიტანეთის სადაზვერვო ექსპედიციაში ევერესტზე. 1952 წელს წარუმატებლად ცდილობდა მწვერვალ ჩო-ოიუის დაპყრობას. ევერესტის დაპყრობის შემდეგ თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ჰილარიმ შერპას დახმარებაში გაატარა. ორგანიზებას უწევდა საავადმყოფოებისა და სკოლების მშენებლობას ნეპალში. დაჯილდოებულია დიდი ბრიტანეთის, ახალი ზელანდიისა და ნეპალის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოებით. მისი პორტრეტი გამოსახულია ახალზელანდიურ 5-დოლარიან ბანკნოტაზე. 2003 წელს კუკის მთასთან აღიმართა ედმუნდ ჰილარის ძეგლი, რომლის სიმაღლეა 2,3 მ. ედმუნდ ჰილარისა და ნორგეი თენცინგის სახელობისაა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღლა მდებარე აეროპორტი ნეპალში.
 
== ბიოგრაფია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ედმუნდ_ჰილარი“-დან