მეწამული სიმბოლო: განსხვავება გადახედვებს შორის

მეორე მხრივ კი, მე-20 საუკუნის ცნობილმა მწერალმა, დ. ჰ. ლორენსმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია დავასახელოთ ამერიკული წარმოსახვის უფრო ბრწყინვალე პროდუქტი, ვიდრე ესაა „მეწამული სიმბოლო“. ჰენრი ჯეიმსი წერს რომანის შესახებ: „ეს არის მშვენიერი, თაყვანსაცემი, საგანგებო რამ; მას უმაღლეს დონეზე გააჩნია ის დამღა, რასაც ჰოთორნის საუკეთესო ნაწერები ატარებს _ აზრის თვალშეუდგამი სიწმინდე და სიმსუბუქე... ამ რომანს ხშირად შეიძლება დაუბრუნდე; მას იოლად შეიძლება მიეჩვიო და გააჩნია ხელოვნების დიდი ნიმუშებისთვის დამახასიათებელი მომხიბვლელობა და იდუმალება“.
 
ბევრი თანამედროვე კრიტიკოსი ამ რომანში სიმბოლიზმსაც დაინახავს. ლათინური "A", რომელსაც ინგლისურ ენაში საუკეთესოს, პირველი ხარისხის მნიშვნელობაც გააჩნია, ამ შემთხვევაში სწორედ სიმბოლოა, ოღონდ არა იმდენად ცოდვისა, როგორც მთავარი გმირის ამაყი და მოუდრეკელი ხასიათისა, მისი გამორჩეულობისა.
 
==ქართული თარგმანი==