ქერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 53:
'''ქერი''' ({{lang-la|Hordeum}}) — ერთ- და მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი [[მარცვლოვანნი|მარცვლოვანთა]] ოჯახისა. ქერის ფესვთა სისტემა ფუნჯაა; ღერო-ღრუ ჩალისფერი, რომლის სიმაღლე 35-135 სმ აღწევს. [[ფოთოლი]] სხვა მარცვლოვანებზე უფრო ფართო აქვს. ყვავილედი თავთავია, ნაყოფი — მარცვალია. [[ევრაზია]]სა და [[ამერიკა]]ში ცნობილია დაახლოებით 30 სახეობა. მისი სამშობლოა [[აზია]], თუმცა ველური სახით ის [[სირია]]ში, [[თურქეთი|თურქეთში]], [[შუა აზია]]სა და [[კავკასია]]შიც ხარობს. [[ეგვიპტე]]ში ქერის კულტურა ფარაონების დროიდანაა ცნობილი. სწორედ აქედან გავრცელდა ის [[საბერძნეთი|საბერძნეთსა]] და [[რომის იმპერია]]ში. [[XV საუკუნე]]მდე ქერის მარცვლებს ფქვავდნენ და პურს აცხობდნენ. აღსანიშნავია, რომ ძველი მკურნალები სამკურნალოდ იყენებდნენ როგორც ქერის მარცვლებს, ასევე ქერის წყალს. [[ავიცენა]]ს მიაჩნდა, რომ ქერი უნიკალურად წმენდს ორგანიზმს.
 
კულტურაშია 3 სახეობა. სამივეს ხშირად აერთიანებენ ერთ კრებად სახეობაში — [[სათესი ქერი]] (Hordeum sativum); ბიოლოგიური თავისებურების მიხედვით ქერი იყოფა საგაზაფხულოდ და საშემოდგომოდ. ქერის მარცვალი შეიცავს (პროცენტობით): წყალს (13), ცილას (12), ნახშირწყლებს (64,6), უჯრედისს (5,5), ცხიმს (2,1), ნაცრის ელემენტებს (2,8). ქერი მეტად ღირებული მარცვლოვანი კულტურაა. მარცვლისაგან ამზადებენ [[ფქვილი|ფქვილს]] და [[ღერღილი|ღერღილს]]. პურის გამოცხობისას ქერის ფქვილს უმატებენ ხორბლის ფქვილს. ქერი ძვირფასი კონცენტრირებული საკვებია მეღორეობასა[[მეღორეობა]]სა და მეფრინველეობაში[[მეფრინველეობა]]ში. იყენებენ ლუდის წამროებაშიწარმოებაში, მის ექსტრაქტებს — საფეიქრო, საკონდიტრო და ფარმაცევტულ მრეწველობაში.
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქერი“-დან