ქაქუთი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 50:
 
==ისტორია==
სახელწოდება ქაქუთი სავარაუდოდ [[სვანური ენა|სვანური]] წარმოშობისაა. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით კი [[გურიელები|გურიელებს]] ჰყავდათ [[ოდიში]]დან დაქირავებული მეჯოგე გვარად ქაქუთია, რომელიც ამ ადგილებში აძოვებდა ნახირს. ისტორიულ წყაროებში ის მეზობელ სოფელ [[ჭანიეთი|ჭანიეთზე]] უფრო ადრე მოიხსენიება. სოფელში აღმოჩენილი [[ბრინჯაო]]ს ცულის პირი ინახება [[ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი|ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში]]. ქაქუთი [[ქაქუთი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)|გაღმა ქაქუთთან]] ერთად წარმოადგენდა ერთ სოფელს და შედიოდა [[ლიხაური]]ს სასოფლო საზოგადოებაში. მდინარე [[ჩოლოქი]] მას ყოფდა გაღმა და გამოღმა ქაქუთად. სოფელი ორად გაიყო მას შემდეგ, რაც [[1829]] წელს [[ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულება|ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით]] ოსმალეთმა მიიღო ტერიტორია მდინარე [[ჩოლოქი]]ს სამხრეთით.<ref>''ნოზაძე ვ''. საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, გვ.8 — თბილისი, 1989 წ.</ref>სოფლები ერთმანეთთან დაკავშირებულია საცალხეფო ხიდით.
 
ქაქუთზე გადიოდა [[გურია]]სა და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთი]]ს დამაკავშირებელი გზა, რომლითაც ხშირად სარგებლობდნენ ტყვეთა სყიდვაში ჩაბმული პირები. ერთი მოსაზრებით, სწორედ გაყიდულ ტყვეთა სასოწაკვეთილ ყვირილს უკავშირდება ჩოლოქის ერთ-ერთი შენაკადს, მოყვირალას სახელი. სხვა ვერსიით კი მდინარე ადიდებისას ყვირის.