The Lamb Lies Down on Broadway: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎ჩაწერის ისტორია: clean up, replaced: ექსპერიმენტებს → ცდებს using AWB
ხაზი 44:
}}
 
გებრიელმა დაიწყო ტექსტების წერა და მუსიკალური ექსპერიმენტების ძიება. რეპეტიციები გადიოდა სტუდიაში [[Headley Grange]], სადაც უფრო ადრე მუშაობდა [[ლედ ზეპელინი]]. თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა. ახალი მასალა იყო უფრო მსუბუქი, ვიდრე წინა ალბომების ვრცელი ეპიკური ნაშრომები, მაგრამ პიტერი მეტად უცნაური, გამუდმებით დაძაბული იყო. ნაწილობრივ ვიღაცამ ეს დააბრალა სტუდიის აურას - [[ლედ ზეპელინი]]ს გიტარისტი [[ჯიმი პეიჯი]] თითქოს თავის ოკულტურ წესებს იცავდა და უცნაურ ექსპერიმენტებსცდებს ატარებდა ამ სტუდიაში (თუმცა, არავის ეს არ დაუმტკიცებია). თავისი როლი ითამაშა მუდმივმა დაღლილობამ, ყველაფერთან ერთად პიტერის მეუღლე ჯილი ფეხმძიმედ იყო.
 
ალბომზე მუშაობა უკვე მთელი ძალებით მიმდინარეობდა, როდესაც გებრიელს დაურეკა ჰოლიველმა რეჟისორმა უილიამ ფრიდკინმა. მას სურდა ისეთ ადამიანთან თანამშრომლობა, რომელსაც ჰოლივუდთან შეხება არ ჰქონია. პიტერთან დაკავშირების სურვილი გაუჩნდა ალბომის ''[[Genesis Live]]'' კონვერტზე გამოტანილი უცნაური ისტორიის წაკითხვის შემდეგ. მისი თქმით, ამან მისცა სიგნალი. თავდაპირველად პიტერმა უარი უთხრა თანამშრომლობაზე, მაგრამ რამდენიმე დღეში მისი ბერვები აღარ ძლებდა, იგი აბსოლუტურად არ აკონტროლებდა თავის თავს. ერთ-ერთი რეპეტიციის დროს გებრიელი მოულოდნელად შეახტა ველოსიპედს, გაიქცა უახლოესი სატელეფონო ჯიხურისკენ, დაურეკა ფრიდკინს, შემდეგ კი დაუბრუნდა კოლეგებს და აუწყა, რომ რამდენიმე თვე სცენარზე იმუშავებდა. მისივე თქმით, ეს იქნებოდა მცირე შესვენება, მაგრამ სხვებმა უარი უთხრეს, რაზეც პიტერმა განაცხადა, რომ ჯგუფიდან წავიდოდა. მაშინ ჯენესისის სხვა წევრებმა ისიც კი ივარაუდეს, რომ დარჩებოდნენ ინსტრუმენტულ კოლექტივად. საბოლოოდ, სიტუაცია განმუხტა [[Charisma Records]]-ის პროდიუსერმა ტონი სტრეტონ-სმიტმა. მან ღიად განუცხადა ფრიდკინს, რომ მისმა პროექტმა შესაძლებელია დაასამაროს ეს ჯგუფი. ფრიდკინი გაოგნებული იყო და უბრალოდ თავს იმართლებდა იმით, რომ მხოლოდ რამდენიმე იდეა სჭირდებოდა და არა პიტერის აქტიური ჩართვა მის პროექტში. ამის შემდეგ ტონის რამდენიმე საათი დასჭირდა, რათა პიტერი ჯგუფში დაებრუნებინა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/The_Lamb_Lies_Down_on_Broadway“-დან