იბერიის მთები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
'''იბერიის მთები''' ({{lang-es|Cordillera Iberica; Sistema Ibérico}}) — მთათა სისტემა [[პირენეს ნახევარკუნძული]]ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, [[ესპანეთი|ესპანეთში]], მესეტის ზეგნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კიდესთან. გადაჭიმულია ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ 440 კმ-ზე. სიმაღლე 2313 მ (მთა [[მონკაიო]]). იბერიის მთები დიდი მდინარეების [[ტახო]]სა და [[ებრო]]ს წყალგამყოფია. სიერა-დე-გუდარზე ინტენსიურად არის განვითარებული [[კარსტი]].
 
წარმოადგენს ნაოჭა-ლოდა მასივების სისტემას. აგებულია მეზოზოური [[კირქვა|კირქვებით]], [[ქვიშაქვა|ქვიშაქვებითა]] და [[კვარციტი|კვარციტებით]]. მის საფუძველში ჩაწოლილია ჰერცინული სტრუქტურის ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმული სწორი [[ანტიკლინი|ანტიკლინური]] და [[სინკლინი|სინკლინური]] ნაოჭები. ხალონის ხეობით იყოფა შედარებით მაღალ (ჩრდილოეთ-დასავლეთ) და დაბალ (სამხრეთ-აღმოსავლეთ) მასივებად.<ref აღსანიშნავია ქედები: [[სიერა-დე-ლა-დემანდა]], [[სიერა-დებოლერა]], [[სიერა-დელ-მონკაიო]], [[სიერა-დე-გუდარი]], [[სიერა-დე-ხავალამბრე]] და სხვა. name="qse">{{ქსე|5|69||არა}}</ref>
 
აღსანიშნავია ქედები: [[სიერა-დე-ლა-დემანდა]], [[სიერა-დებოლერა]], [[სიერა-დელ-მონკაიო]], [[სიერა-დე-გუდარი]], [[სიერა-დე-ხავალამბრე]] და სხვა. მთავარი მწვერვალების სიმაღლით იბერიის მთები ჩამორჩებიან [[ესპანეთი]]ს სხვა მთავარ ქედებს, მაგრამ ჭარბობენ მათ სიგანითა და ამოწევის საერთო დიდი ფართობით. ამასთან დაკავშირებით, მთები ქმნიან ძნელად გასასვლელ დაბრკოლებას ესპანეთის ცენტრალურ ოლქებსა და მის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთს შორის. მთების [[ტექტონიკა]] შედარებით, უბრალოა, იურის ტიპისაა და შედგება ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გამავალი ანტიკლინური და სინკლინური ზონებისა და, ამასთანავე, პარალელური ქედებისაგან.<ref name="ბთდ" />
 
ტექტონიკური სტრუქტურის ორიგინალობა მდგომარეობს მასში, რომ მესამეული ნაოჭები შეერთებული არიან ჰერცინულთან და მათ თანაბარი გავრცელება აქვთ. ანტიკლინურ ქედებში პალეოზოური ქანები გამოდიან და მეტად მაღალ მასივებს ქმნიან; სინკლინური დადაბლებული ზონები მეზოზოური და მესამეული ქანებისგანაა აგებული. [[რელიეფი]]ს ნაოჭა ფორმები გართულებულია ნასხლეტებით, ადგილობრივი შეცოცებით და გადარეცხვითი მოქმედებით.<ref name="ბთდ">{{cite book|author=[[ბორის დობრინინი|დობრინინი ბ]] |title=დასავლეთი ევროპის ფიზიკური გეოგრაფია |isbn= |publisher=თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა |location=თბილისი, საქ. |page=183-200 თბ. 1953}}</ref>
 
ხარობს ხმელთაშუა ზღვის ბუჩქოვანი მცენარეულობა. ჩრდილოეთ-დასავლეთში წიწვოვანი და მუხის ტყეებია. არის რკინის მადნის საბადო.<ref name="qse" />
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იბერიის_მთები“-დან