ბუღა თურქის შემოსევა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ბუღა თურქის შემოსევა 853-854''' [[არაბები|არაბთა]] ლაშქრობა [[თბილისის საამირო]]ს დასამორჩილებლად და ამიერკავკასიაში ხალიფის ძალაუფლების აღსადგენად. ხალიფა [[ალ-მუთავაქილი|მუთავაქილმა]] ([[847]]-[[861]]) [[თბილისის ამირა]] [[საჰაკი|საჰაკ ისმაილის ძის]] წინააღმდეგ ლაშქრობა მოაწყო [[ბუღა თურქი]]ს სარდლობით. სომეხი ისტორიკოსის [[თომა არწრუნი]]ს ცნობით ბუღას ლაშქარში 200 ათასი მეომარი ითვლებოდა. [[სომხეთი]]სა და [[აზერბაიჯანი]]ს დალაშქვრის შემდეგ [[853]] წლის ზაფხულში ბუღა [[საქართველო]]ს შემოესია. მას შეუკავშირდნენ [[ტაო-კლარჯეთი]]ს მთავარი [[ბაგრატ I კურაპალატი]] და [[კახეთ-ჰერეთის სამთავრო]]. [[აფხაზთა სამეფო]] კი საჰაკს მიემხრო. ბუღა თურქი [[ისანი|ისანში]] დაბანაკდა და საჰაკის წინააღმდეგ სარდალი ზირაქი გაგზავნა. ზირაქი 5 აგვისტოს მდინარე [[მტკვარი|მტკვარზე]] გავიდა და [[თბილისი|თბილისში]] შეიჭრა. არაბები ანთებულ კუპრს ისროდნენ, ქალაქში ხანძარი გაჩნდა. საჰაკი შეიპყრეს და ბუღას ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. შემდეგ ზირაქმა და ბაგრატ I-მა აფხაზთა მეფეც დაამარცხეს.
 
აღნიშნული ლაშქრობის შესახებ საუბარია [[ატენის სიონი]]ს წარწერაში: {{ციტატა|თთუესა აგუსტოსსა ე~სა, დღესა შაბათსა ქრონიკონსა ო~გსა, ისმაიტელთა წელსა ს~ლთასა ქალაქი ტფილისი დაწუა ბუღა და შეიპყრა ამირაჲ საჰაკ და მოკლა. და მასვე თთუესა [აგუ]სტოსსა კ~ვსა, დღესვა შაბათსვე, ზირაქ შეიპყრა კახაჲ და ძჵ მისი თარჴუჯი.<ref>კ. დანელია, ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, თბ. 1997 წ. გვ. 39</ref>}}