ვოგეზები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ქედი | სახელწოდება = ვოგეზები | ფაილი = See-vosges.jpg | ფაილის...
 
No edit summary
ხაზი 21:
| ამგებელი ქანები =
}}
'''ვოგეზები''' ({{lang-fr|Vosges}}) — მთები საფრანგეთის[[საფრანგეთი]]ს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში. გადაჭიმულია მერიდიანული მიმართულებით 160 კმ-ზე, სიგანე 40-50 კმ. მთავარი მწვერვალია [[ბალონ-დე-გებვილერი]] (1423 მ). ვოგეზები იყოფა ორ: სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილად. სამხრეთი ვოგეზების საშუალო სიმაღლეა 950 მ. მთების დასაწყისის სიახლოვეს, ბელფორის გასასვლელის ჩრდილოეთით, აღმართულია მთა [[ბერენკოპფი]] (1005 მ). ჩრდილოეთი ვოგეზები შედარებით დაბალია. ვოგეზები სამხრეთით უფრო აწეულია და [[გრანიტი|გრანიტებისგანაა]] აგებული.

ჩრდილოეთისაკენ ის თანდათან ეშვება და პერმული და ცარცული ქვიშაქვებით არის დაფარული. გრანიტული ვოგეზების მომრგვალებულ გუმბათისებურ მწვერვალებს მთების ჩრდილო ნაწილში ცვლის ქვიშაქვების მაგიდისებური ბაქნები, რომლებშიც ჩაჭრილია ციცაბოკალთებიანი ღრმა ხეობები. ვოგეზების აღმოსავლეთი კალთა ციცაბოდ ეშვება ზემო რაინის დაბლობისაკენ, დასავლეთი კალთა დამრეცია.

ვოგეზები ჰერცინული მასივის ტექტონიკურად აზევებულ გუმბათს წარმოადგენს, რომლის ცენტრალური ნაწილი დაიძირა და მის ადგილზე ზედა რაინის დაბლობის გრაბენი ჩამოყალიბდა. გუმბათის აღმოსავლოეთი გაგრძელებაა შვარცვალდი.

ვოგეზების სამხრეთი ნაწილი აგებულია კრისტალური ქანებით. მწვერვალებზე შემორჩენილია მეოთხეული გამყინვარების კვალი. ჩრდილოეთ ნაწილში ქვიშაქვიანი პლატოებია. კალთები 1200 მ სიმაღლემდე შემოსილია წიფლის, სოჭისა და ნაძვის ტყეებით. განვითარებულია მიწათმოქმედება, სატყეო მეურნეობა. ქვიშაქვიანი ვოგეზები დაფარულია ხშირი ტყით და მეჩხრადაა დასახლებული. მდინარეთა ხეობებში მდელოები და სოფლებია.

ზამთრობით ვოგეზები იფარება თოვლით, რომელიც მთების მწვერვალებზე ხუთი თვის განმავლობაში რჩება. მთავარი ქალაქებია ეპინალი, სენ-დიე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვოგეზები“-დან