ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ულუმბა''' — შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი... |
|||
ხაზი 1:
'''ულუმბა''' — შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — სამონასტრო კომპლექსი აღმოსავლეთ საქართველოში, [[ქართლი|ქართლში]], [[მდინარე]] [[ჭერათხევი |ჭერათხევი]]ს მარჯვენა [[შენაკადი]]ს — ალისწყლის ხეობაში, ამავე სახელწოდების ნასოფლარში [[სოფელი|სოფელ]] [[ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ალი]]ს მახლობლად ([[ხაშურის რაიონი]]). [[ვახუშტი ბაგრატიონი]]ს (XVIII საუკუნე) ცნობი, მონასტერი VI საუკუნის შუაწლებში დაუარსებია ერთ-ერთ [[ასურელი მამები|ასურელ მამას]] [[მიქაელ ულუმბოელი|მიქაელ ულუმბოელს]], რომელიც შემდეგ იქვე დაუკრძალავთ. როგორც წერილობითი წყაროებიდან ირკვევა, XIII საუკუნეში აქ უკვე დიდი ტაძარი მდგარა. XIV—XV საუკუნეებში მონასტერი საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ კერას წარმოადგენდა. [[თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში|თემურლენგის ლაშქრობის]] შედეგად დანგრეული ტაძარი 1400—1415 წლებში ალის ხეობის მფლობელს [[ქუცნა ამირეჯიბი|ქუცნა ამირეჯიბს]] ხელახლა აუშენებია. მანვე შესწირა ულუმბის მონასტერს დიდძალი ყმა-მამული [[ლიხის ქედი |ლიხის ქედი]]ს ორივე მხარეს, მომდევნო საუკუნეებში მონასტერი კვლავ მოქმედებდა. ამჟამად მის ადგილზე ღთისმშობლის [[ დარბაზული ეკლესია]] დგას, რომელიც, როგორც სამხრეთის კარის წარწერაშია ნათქვამი, 1871 წელს სანახევროდ დანგრეული ძველი ეკლესიის აღმოსავლეთ მონაკვეთის კედლებზე დაუშენებიათ. დღევანდელი ეკლესია უფრო პატარაა (ძველის 2/3). გაირჩევა 2 სამშენებლო ფენა. მის კედლებში ჩართულია სანახევროდ მიწით დაფარული ძველი ეკლესიის ფრაგმენტები, რომელთა მიხედვით დადგენილია, რომ ძეგლს ჩუქურთმები და მოხატულობა ამკობდა. აგრეთვე მიწით იყო დაფარული, XI საუკუნის I ათეული წლებით თარიღდება.
==ლიტერატურა==
*''კიპაროიძე ტ.,'' ულუმბის ძეგლის შესწავლისათვის, «ძეგლის მეგობარი», 1974, № 35
{{ქსე|10|140|კიპაროიძე ტ., გვასალია ჯ.}}
|