ქრისტიანობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
46.49.87.227-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა MIKHEIL-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 2:
'''ქრისტიანობა''' — [[ქრისტე]]ს მოძღვრება, სამთაგან ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია [[ბუდიზმი|ბუდიზმთან]] და [[ისლამი|ისლამთან]] ერთად. მას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: [[კათოლიციზმი]], [[პროტესტანტიზმი]] და [[მართლმადიდებლობა]]. საერთო ნიშანი, რომელიც აერთიანებს ქრისტიანობის სხვადასხვა დენომინაციებს, არის რწმენა იესო ქრისტესადმი, როგორც ღმერთკაცის, მსოფლიოს მხსნელის, სამების მეორე პირის განმასახიერებლისადმი. ქრისტიანული სწავლების მთავარი წყაროა ქრისტიანებისთვის წმინდა წიგნი — [[ბიბლია]], განსაკუთრებით მისი მეორე ნაწილი — [[ახალი აღთქმა]]. ქრისტიანობა [[ისლამი|ისლამთან]] და [[იუდაიზმი|იუდაიზმთან]] ერთად მიეკუთვნება ე.წ. „[[აბრაამისეული რელიგიები|აბრაამისეულ რელიგიებს“]].
== ქრისტიანობის წარმოშობა ==
ქრისტიანობა წარმოიშვა [[იუდაიზმი]]ს წიაღში ახ.წ. 1I-ელ საუკუნეში [[რომის იმპერია|რომის იმპერიის]] აღმოსავლეთ ნაწილში - [[პალესტინა]]ში. ახალი მოძღვრება [[ბერძნული ენა|ბერძნული]] და [[ლათინური ენა|ლათინური]] ენების წყალობით იოლად ვრცელდებოდა უზარმაზარ რომის იმპერიაში. გადმოცემის თანახმად, [[თომა]] ქადაგებდა [[ინდოეთი|ინდოეთში]] და [[ირანი|სპარსეთში]], [[ანდრია]] – [[კავკასია]]სა და [[ბალკანეთი|ბალკანეთში]], [[მარკოზი]] – [[ეგვიპტე]]ში. ქრისტიანული გადმოცემის თანახმად პირველ ქრისტიანეთა ხვედრი მძიმე იყო, მათ დევნიდნენ, დასცინოდნენ, სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდნენ. პეტრე და პავლე 64 წელს აწამეს რომში, მოციქულთაგან უკანასკნელი გარდაიცვალა იოანე. მოციქულები შეცვალეს ეკლესიის მამებმა. ქრისტიანული გადმოცემების თანახმად მათაც დევნიდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ. ქრისტიანობას მალე გამოუჩნდნენ დამცველები თვით რომის იმპერიაში. იმპერატორმა კონსტანტინემ ცნობილი „სასწაულის“ შემდეგ იწამა და ნება დართო ღვთისმსახურებისა. ასე თანდათან იკვალავდა გზას ახალი ჰუმანური მოძღვრება.
[[ფაილი:Christianity percentage by country.png|thumb|350px|ქრისტიანობის გავრცელება.]]
 
== ქრისტიანული ეკლესია შუა საუკუნეებში ==
=== ეკლესიის მოწყობა და იერარქია ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქრისტიანობა“-დან