ნამარხი ცხოველები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
'''ნამარხი ცხოველები''', გეოლოგიურ წარსულში არსებული ცხოველები, რომელთაც შეისწავლის [[პალეოზოოლოგია]]. ნამარხი მასალის საფუძველზე შეიძლება შევისწავლოთ წინათ არსებული ცხოველების აგებულება და თვალი გავადევნოთ მათ თავისებულებათა განვითარების პროცესს. ჩვენამდე ნამარხების სახით წარსულში არსებულ ცხოველთა ნაშთების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი არწევსაღწევს. ნამარხი ცხოველების ნაშთები გვხვდება ჩონჩხის ცალკეული ნაწილების, მათი ფრაგმენტების, ყალიბებისა და სხვა სახით. განსაკუთრებულ პირობებში, მაგ., ასფალტურ ტბებში, მუდმივი მზრალობის ზოლში, შეიძლება ცხოველები მთლიანად განამარხდნენ (მუმიფიცირებული მარტორქები დასავლეთ უკრაინაში, [[მამონტი|მამონტები]] ციმბირში). დღეისათვის ნამარხი ცხოველების ნაშთები კამბრიულისწინა დროიდანაა ცნობილი. მაშინ უკვე არსებობდა თანამედროვე ცხოველთა თითქმის ყველა ტიპი, გარდა ქორდიანებისა.
 
ნამარხი [[ერთუჯრედიანები]] 2 რაზმითაა წარმოდგენილი, ესენია ფორამინიფერები და რადიოლარიები, რომელთა ნაშთები დიდი რაოდენობით გვხვდება [[კამბრიული პერიოდი]]დან მოყოლებული და ხშირად ქმნიან ქანებს (ფუზულინებიანი კირქვები, თეთრი ცარცი, რადიოლარიტები და სხვა). უმდაბლესი [[მრავალუჯრედიანები]] — ღრუბლები პროტეროსოური ერიდან არიან ცნობილი, [[ნაწლავღრუიანები]] — ადრინდელი პალეოზოური დროიდან. თანამედროვე ნაწლავღრუიანების მონათესავე ფორმების გარდა ადრინდელი პალეოზოურ დროში ამ ჯგუფის მეტად თავისებური წარმომადგენლებიც არსებობდნენ: [[სტრომატოპორები]], ტაბულატები, ოთხსხივიანი მარჯნები და სხვა. ადრინდელი კამბრიული ეპოქის ცხოველთა საინტერესო ჯგუფს შეადგენენ [[არქეოციათები]]. ნამარხი ჭიების ნაშთები ძალზე იშვიათია. ჩვეულებრივ პოულობენ მათ სავალებს. ხავსელები და მხარფეხიანები ნაირგვარი ჯგუფებით იყვნენ წარმოდგენილი პალეოზოურ ერაში, მოლუსკების უძველესი ნაშთები ადრინდელი პალეოზოური დროიდანაა ცნობილი. განსაკუთრებით განვითარდა ეს ჯგუფი მეზოზოურსა და კაინოზოურ ერებში. [[თავფეხიანები]] მაქსიმალურად განვითარდნენ მეზოზოურ ერაში, მესამეული პერიოდის დასაწყისისათვის კი გადაშენდნენ. მათგან დღემდე მხოლოდ ერთმა გვარმა (Nautilus) მოაღწია. ნამარხი [[ფეხსახსრიანები]] ჯერ კიდევ კამბრიულისწინა დროიდან არიან ცნობილი. ადრინდელ პალეოზოურ დროში ეს ჯგუფი ტრილობიტებითა და გიგანტური მორიელებით იყო წარმოდგენილი. დევონურ პერიოდში გაჩნდნენ [[მწერები]], [[ობობასნაირები]] და სხვა. [[კანეკლიანები]] პირველად ადრინდელ პალეოზოურ დროში ჩნდებიან და წარმოდგენილი არიან [[ცისტოიდები]]თ.