ყირიმის სამხრეთი ნაპირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მინი|270პქ| '''ყირიმის სამხრეთი ნაპირი''' ({{lang-uk|Пів...
 
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Crimea.Yayla.Cliff-2.jpg|მინი|270პქ|]]
'''ყირიმის სამხრეთი ნაპირი''' ({{lang-uk|Південне узбережжя Криму}}) — [[ყირიმის ნახევარკუნძულისნახევარკუნძული]]ს შავიზღვისპირა სანაპიროს ნაწილი. აიის კონცხიდან ყარადაღის მასივამდე. სიგრძე დაახლოებით 150 კმ, სიგანე 2-8 კმ. ზედაპირი ბორცვიანია; აგებულია [[თიხაფიქლები|თიხაფიქლებითა]] და [[კირქვა|კირქვებით]]. ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია იაილის საფეხურით, რომელიც აიის კონცხიდან ალუშტამდე[[ალუშტა]]მდე ციცაბოდ ეშვება ზღვისაკენ; სწორედ ეს მონაკვეთი წარმოადგენს საკუთრივ ყირიმის სამხრეთ ნაპირს. გურზუფთან მდებარეობს ლაკოლითი [[აიუ-დაღი]] (დათვი-მთა), პლანიორსკოესთან ახლოს — ძველი ვულკანური მასივი [[ყარადაღი]]. ყირიმის სამხრეთი ნაპირი [[ყირიმის ნახევარკუნძულისნახევარკუნძული]]ს ყველაზე თბილი ნაწილია. ჰავა ხმელთაშუა ზღვის ტიპისაა. ზაფხული თბილი და მშრალი იცის, ივლისის და აგვისტოს საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 24°C. ზამთარი რბილია, იანვრის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 4°C, ნალექები 600 მმ წელიწადში. ხარობს მუხისა და ღვიის ტყეები, მარადმწვანე და ფოთოლმცვივანი ბუჩქნარის ქვეტყე. იაილის კალთები შემოსილა წიფლის, მუხისა და ყირიმის ფიჭვის ტყეებით. ბაღებსა და პარკებში წყავი, მაგნოლიები და სხვა მცენარეებია. ყირიმის სამხრეთი ნაპირი მნიშვნელოვანი საკურორტო რაონია.