ფიზიკური ქიმია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ფიზიკური ქიმია''' — მეცნიერება, რომელიც ხსნის ქიმიურ მოვლენებს და ადგენს მათ კანონზომიერებებს ფიზიკის პრინციპებისა და ფიზიკური ექსპერიმენტული მეთოდების გამოყენების საფუძველზე. ფიზიკური ქიმიის ძირითადი დარგებია [[ქიმიური თერმოდინამიკა]], [[ქიმიური კინეტიკა]], მოძღვრება [[კატალიზი]]ს შესახებ, [[კოლოიდური ქიმია]], [[ფიზიკურ-ქიმიური ანალიზი]], [[ელექტროქიმია]], [[ფოტოქიმია]], [[რადიაციული ქიმია]], [[კრისტალთქიმია]] და სხვა. ტერმინი ფიზიკური ქიმია შემოიღო [[მიხეილ ლომონოსოვი|მიხეილ ლომონოსოვმა]]. მანვე დაადგინა ფიზიკური ქიმიის ერთ-ერთი ძირითადი კანონი — მასის მუდმივობის კანონი. პირველი თერმოქიმიური გაზომვები ჩატარდა [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] II ნახევარში, ესენი იყვნენ [[მიხეილ ლომონოსოვი]], [[ჯოზეფ ბლეკი]], [[ანტუან ლავუაზიე]], [[პიერ სიმონ ლაპლასი]]. 1840 წელს [[ჰერმან ჰესი|ჰერმან ჰესმა]] აღმოაჩინა რეაქციის სითბური ეფექტების ჯამის მუდმივობის კანონი. [[XIX საუკუნე]]ში ჩატარდა ფუნდამენტური თერმოქიმიური კვლევები, რომელთა შედეგად საფუძველი ჩაეყარა ფიზიკური ქიმიის ერთ-ერთ ქვედარგს — [[თერმოქიმია]]ს. დეივის მიერ წარმატებით დაწყებული ელექტროქიმიური კვლევები (1807) დასრულდა [[ელექტროლიზი]]ს კანონების აღმოჩენით. ფიზიკური ქიმია, როგორც მეცნიერების დამოუიდებელიდამოუკიდებელი დარგი, ჩამოყალიბდა [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] დასასრულს. ფიზიკური ქიმიის პირველი კათედრა ჩამოყალიბდა [[ლაიფციგი|ლაიფციგში]] (1887) [[ვილჰელმ ოსტვალდი|ვილჰელმ ოსტვალდის]] მეთაურობით. ამავე წელს ვილჰელმ ოსტვალდმა [[იაკობ ჰენდრიკ ვანტ-ჰოფი|ვანტ-ჰოფთან]] ერთად დააარსა პირველი სამეცნიერო ჟურნალი „ფიზიკური ქიმიის ჟურნალი“. საბოლოოდ დადგინდა მდგომარეობის განტოლება იდეალური აირებისათვის. ვითარდებოდა ქიმიური თერმოდინამიკა. იქმნებოდა ელექტროლიზური დისოციაციის თეორია. შემოიღეს ელექტროდული პოტენციალის ცნება.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფიზიკური_ქიმია“-დან