ალექსანდრე ცაგარელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
31.146.10.194-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა SHOTHA-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 1:
[[File:VZagareli.JPG|250pq|thumb|right|ალექსანდრე ცაგარელი]]
'''ალექსანდრე ცაგარელი''' — დაიბადა [[1844]] წლის [[27 ნოემბერი|27 ნოემბერს]] (ძველი სტილით) [[კასპის რაიონი|კასპის რაიონში]]. ყრმობის წლები მან [[დიღომი (სოფელი)|დიღომში]] გაატარა. მამა ანტონ თომას ძე ცაგარელი მღვდელი იყო. დედა სალომე დიმიტრის ასული უთნელიშვილი მეტად ჭკვიანი და ქართული ენის კარგად მცოდნე ყოფილა. მან უდიდესი როლი ითამაშა შვილის ხასიათის ჩამოყალიბებაში. თავდაპირველად ალექსანდრე ცაგარელი [[თბილისის სასულიერო სასწავლებელი|თბილისის სასულიერო სასწავლებელში]] შეიყვანეს.
 
[[1859]] წელს ალ. ცაგარელმა სემინარიაში საუკეთესო შედეგებს მიაღწია და პედაგოგების ყურადღება მიიქცია. მან სემინარიის ხელმძღვანელებისაგან ჯილდოც კი მიიღო. ამ პერიოდში ალ. ცაგარელს ძალზედ იტაცებდა ხელოვნება. მისი ოცნება იყო სწავლა განეგრძო პეტერბურგის სემინარიაში და თავისუფალ დროს სამხატვრო აკადემიაში ლექციების კურსი მოესმინა, მაგრამ ეს ოცნება ვერ განახორციელა, რადგან [[ნოვგოროდი]]სა და [[სანქტ-პეტერბურგი]]ს მიტროპოლიტმა ისიდორმა ბრძანა, რომ სივიწროვის გამო პროვინციელებს ვერ მიიღებდნენ. ალექსანდრე რჩება საქართველოში და საინტერესო ლიტერატურული ცხოვრებით ცხოვრობს. საქართველოში მას კარგ ლიტერატორობას უწინასწარმეტყველებდნენ.
 
სემინარიის დამთავრების შემდეგ ალ.ცაგარელმა სწავლა განაგრძო გიმნაზიაში. კლასიკური გიმნაზიის დამთავრებისთანავე ალ.ცაგარელი [[დავით სარაჯიშვილი|დავით სარაჯიშვილთან]] ერთად პეტერბურგში გაემგზავრა უმაღლესი განათლების მისაღებად. აქ ის ჩაირიცხა პეტერბურგის სამედიცინო
ქირურგიულ აკადემიაში, მjhhhhტორიამალე ის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადავიდა უნივერსიტეტში მსმენელად, სადაც საოცარი შრომისმოყვარეობა გამოიჩინა.
თავისი შრომისმოყვარეობით და მრავალმხრივი ცოდნით ალ. ცაგარელმა სულ მალე დაიმსახურა ყურადღება და სიყვარული, გარშემო შემოიკრიბა და დაიახლოვა ქართველი ახალგაზრდობა.