ყირიმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
 
სასარგებლო წიაღისეულებიდან ყირიმში არის რკინის მადანი, ტბებში — მარილები, სამკურნალო ტალახი და სხვა. ჰავა ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილში ზომიერად თბილია. სამხრეთ სანაპიროზე ჰავა ხმელთაშუა ზღვის ტიპისაა. მდინარეები წყალმცირეა. აღსანიშნავია მდინარეები [[ჩორნაია]], [[ბელბეკი]], [[კაჩა]], [[ალმა]], [[სალგირი]] და სხვა. არის რადენიმე დიდი მლაშე ლიმანური ტბა, მათ შორის [[კრასნოე]], [[სტაროე]], [[საქსკოე]] და სხვა. ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილში განვითარებულია წაბლა ნიადაგი, ცენტრალურ ნაწილში — სამხრეთის შავმიწები. მთები შემოსილია მუხნარითა და წიფლნარით, ალაგ-ალაგ ფიჭვნარია. სამხრეთ ნაპირზე ხმელთაშუა ზღვის მცენარეულობაა. მთავარი ქალაქები და კურორტებია: [[სიმფეროპოლი]], [[სევასტოპოლი]], [[ქერჩი]], [[იალტა]], [[მისხორი]], [[ალუპკა]], [[სიმეიზი]], [[გურზუფი]], [[ალუშტა]].
 
ყირიმში ადამიანის ცხოვრების უძველესი კვალი განეკუთვნება პალეოლითის ეპოქას. ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნის II ნახევარში ყირიმი დაიპყრეს რომაელებმა, ახალი წელთაღრიცხვის III-IV საუკუნეებში შეიჭრნენ სხვადასხვა მომთაბარე ტომები, IV-V საუკუნეებში კი ბიზანტიის ექსპანსიის ობიექტი გახდა. X საუკუნეში ყირიმის აღმოსავლეთი ნაწილი ტმუტარაკანის სამთავროს შემადგენლობაში მოექცა. 13 საუკუნეში ყირიმში თათარ-მონღოლები შეიჭრნენ და იქ ოქროს ურდოს ყირიმის ულუსი შექმნეს. XIII-XV საუკუნეებში ყირიმში გაჩნდა გენუელთა სავაჭრო ქალაქები, ოქროს ურდოს დაშლის შემდეგ, 1443 წელს წარმოიქმნა ყირიმის სახანო. 1783 წელს რუსეთს შეუერთდა. 1784 წელს შევიდა ტავრიდის ოლქში (1787 წლიდან გუბერნია), ცენტრი ქალაქი სიმფეროპოლი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყირიმი“-დან