ყირიმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
'''ყირიმი''', '''ყირიმის ნახევარკუნძული''' ({{lang-uk|Крим; Кримський півострів}}) — ნახევარკუნძული [[უკრაინა|სამხრეთ უკრაინაში]]. ფართობი 27 000 კმ². დასავლეთით და სამხრეთით აკრავს [[შავი ზღვა]], აღმოსავლეთით — [[აზოვის ზღვა]]. ჩრდილოეთით პერეკოპის ვიწრო ყელით უკავშირდება [[აღმოსავლეთ ევროპის ვაკე|აღმოსავლეთ ევროპის ვაკეს]]. ყირიმის აღმოსავლეთ კიდეზე, შავსა და აზოვის ზღვებს შორის, მდებარეობს [[ქერჩის ნახევარკუნძული]], დასავლეთით ყირიმი ბოლოვდება [[თარხანკუთის ნახევარკუნძული]]თ. ყირიმის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ აზოვის ზღვის წყალმარჩხი ყურეებია, რომლებიც ზღვიდან გამოყოფილა ქვიშიანი [[არაბატის ცელა]]თი. ყირიმის ჩრდილოეთი დიდი ნაწილი სტეპური ვაკეა, სამხრეთი მცირე ნაწილი უკავია [[ყირიმის მთები|ყირიმის მთებს]], რომელთა ძირზე ყირიმის სამხრეთი ნაპირის ვიწრო ზოლია.
 
სასარგებლო წიაღისეულებიდან ყირიმში არის რკინის მადანი, ტბებში — მარილები, სამკურნალო ტალახი და სხვა. ჰავა ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილში ზომიერად თბილია. სამხრეთ სანაპიროზე ჰავა ხმელთაშუა ზღვის ტიპისაა. მდინარეები წყალმცირეა. აღსანიშნავია მდინარეები [[ჩორნაია]], [[ბელბეკი]], [[კაჩა]], [[ალმა]], [[სალგირი]] და სხვა. არის რადენიმე დიდი მლაშე ლიმანური ტბა, მათ შორის [[კრასნოე]], [[სტაროე]], [[საქსკოე]] და სხვა. ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილში განვითარებულია წაბლა ნიადაგი, ცენტრალურ ნაწილში — სამხრეთის შავმიწები. მთები შემოსილია მუხნარითა და წიფლნარით, ალაგ-ალაგ ფიჭვნარია. სამხრეთ ნაპირზე ხმელთაშუა ზღვის მცენარეულობაა. მთავარი ქალაქები და კურორტებია: [[სიმფეროპოლი]], [[სევასტოპოლი]], [[ქერჩი]], [[იალტა]], [[მისხორი]], [[ალუპკა]], [[სიმეიზი]], [[გურზუფი]], [[ალუშტა]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყირიმი“-დან