'''არასრულკბილიანები''', ''ამერიკული არასრულკბილიანები'' ({{lang-la|Xenarthra ან Edentata}}), — [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვარი]] ცხოველების რიგი. უმრავლესობას სხეული [[ბალანი|ბალნით]] აქვს დაფარული, ზოგს კი — ძვლოვან-რქოვანი ჯავშნით. კბილები მარტივი (ერთი ტიპის, უმინანქრო) და მუდმივი აქვთ, თუმცა ზოგი სახეობა ([[ჭიანჭველაჭამიასებრნი|ჭიანჭველიჭამია]]) სულ უკბილოა; არასრულკბილიანების მეტი ნაწილი მიწაზე ბინადრობს, ნაწილი — სოროებში; ზოგიერთი სახეობა კი ([[ზარმაცასებრნი|ზარმაცები]], მეხეური ჭიანჭველიჭამიები) — ხეებზე. იკვებებიან მცენარეებითა და ცხოველებით ([[მწერები]]თ, პატარა [[ხერხემლიანები]]თ). უმრავლესობა 1-2 ნაშიერს შობს, ზოგი — 3-12-ს. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ცნობილია თანამედროვე არასრულკბილიანთა სამი ოჯახი: [[ზარმაცასებრნი]], [[ჭიანჭველაჭამიასებრნი]] და [[ჯავშნოსნისებრნი]].