'''გიორგი „გია“ ყარყარაშვილი''' (დ. [[31 ოქტომბერი]], [[1966]]), — [[ქართველი]] [[პოლიტიკოსი]], ყოფილი გენერალ-მაიორი. იყო [[საბჭოთა კავშირი]]ს არმიის კაპიტანი, [[საქართველოს თავდაცვის სამინისტრო|საქართველოს თავდაცვის მინისტრი]]. მონაწილეობდა [[საქართველოს სამოქალაქო ომი|საქართველოს სამოქალაქო]] და [[აფხაზეთის ომი (1992-93)|აფხაზეთის ომებში (1992-93)]]. 1995 წელს, [[მოსკოვი|მოსკოვში]] თავდასხმის შედეგად დაინვალიდდა. ასევე იყო [[საქართველოს პარლამენტი]]ს წევრი (1999-2004). ამჟამად არის ვეტერანთა სამოქალაქო კავშირი „საქართველოს ლეგიონის“ თავმჯდომარე.<ref>[http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2122710.html ომის ვეტერანებმა ”საქართველოს ლეგიონი” დააფუძნეს]. ეკა ქევანიშვილი. „რადიო თავისუფლება“. 09.08.2010.</ref>