ტანგანიიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 30:
'''ტანგანიიკა''' (Tanganyika) — [[ტბა]] აღმოსავლეთ [[აფრიკა]]ში, [[კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა|კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის]], [[ტანზანია|ტანზანიის]], [[ზამბია|ზამბიისა]] და [[ბურუნდი]]ს ტერიტორიებზე. სიგრძე დაახლოებით 650 კმ, სიგანე 40-80 კმ, ზედაპირის ფართობი - 34 ათასი კმ<sup>2</sup>. მდებარეობს ზღვის დონიდან 773 მეტრის სიმაღლეზე, ტექტონიკურ ქვაბულში. მაქსიმალური სიღრმე - 1470 მ ([[ბაიკალი]]ს შემდეგ მეორეა მსოფლიოში). ნაპირები უმთავრესად სწორხაზოვანია, ადგილ-ადგილ მაღალი და ციცაბო. აუზის ფართობი - 224 ათასი კმ<sup>2</sup>. ერთვის მდინარეები [[მალაგარასი]] და [[რუზიზი]]; მდინარე [[ლუკუგი]]ს საშუალებით ტანგანიიკა უკავშირდება მდინარე [[ლუალაბა]]ს.
 
== წყალი ==
ტანგანიიკა [[წელიწადი|წელიწადში]] საშუალოდ 64,8 კმ<sup>3</sup> [[წყალი|წყალს]] იღებს. წყლის დონე მაღალია [[აპრილი|აპრილსა]] და [[მაისი|მაისში]], დაბალი - [[ოქტომბერი|ოქტომბერსა]] და [[ნოემბერი|ნოემბერში]]. ზოგჯერ იცის სეიშები. წყალი მტკნარია. მისი [[ტემპერატურა]] ზედაპირზე 23,6-23,8-დან 26,5&nbsp;°C-მდეა. 400 მეტრის ქვემოთ ტბის [[ფსკერი|ფსკერამდე]] ტემპერატურა მუდმივია, დაახლოებით 23&nbsp;°C. მყარი ტემპერატურული [[სტრატიფიკაცია|სტრატიფიკაციის]] გამო სიცოცხისათვის ვარგისია მხოლოდ წყლის ზედა, 100-200 მ სისქის ფენა. [[ფაუნა|ფაუნის]] დაახლოებით 75% ენდემურია. ტბაში ბინადრობს [[ბეჰემოთი]], [[ნიანგი]], ბევრია წყლის ფრინველი. განვითარებულის თევზჭერა და ნაოსნობა. ნავსადგურებია: კიგომა ([[ტანზანია]]), ბუჟუმბურა ([[ბურუნდი]]), კალიმა ([[ზაირი]]). ტბა აღმოაჩინეს 1858 წელს ინგლისელმა მოგზაურებმა რ. ბერტონმა და [[ჯონ სპიკი|ჯონ სპიკმა]]
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტანგანიიკა“-დან