ტიბეტის მთიანეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 32:
ტიბეტის მთიანეთში განვითარებულა მაღალმთიანეთის სტეპისა და უდაბნოს ნიადაგები, კიდეებზე — მდელოსტეპისა და მთის მდელოს ნიადაგები. ჭარბობს მაღალმთიანეთის ცივი უდაბნო და ნახევარუდაბნო მეჩხერი ბალახებითა და ბუჩქბალახებით, გვხვდება მარცვლოვანებიც. ჩანგტანის ჩრდილოეთ ნაწილში ხავსები და მღიერებია, ადგილ-ადგილ — მდელოები. ტიბეტის მთიანეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ კიდეზე მთის სტეპია, მდინარეთა ხეობების გასწვრივ — ბუჩქნარი და ტუგაის ტყე.
 
ცხოველებიდან ტუგაის მთიანეთის ჩრდილოეთ ნაწილში ბინადრობენ გარეული ჩლიქოსნები: იაკი, ანტილოპები — ორონგო და ადა, კიანგი, კუკუიამანი, არხარი; ბევრია კურდღელი, მგლინავა, მემინდვრია. მტაცებლებიდან გვხვდება დათვი, მგელი, მელა, ტურა, ჯიქი; ფრინველებიდან - შურთხი, საჯა, მტიულამთიულა, ჰიმალაიური ორბი, გრძელკუდა ფსოვი და სხვა. სამხრეთ და აღმოსავლეთ კიდეზე მდელოსტეპის ცხოველებია — კაბარგუ, მუშკი; ფრინველებიდან — ხოხობი, მტრედი, ძერა, შავარდენი და სხვა.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|9|714-715|}}