ტრაპიზონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 68:
==ისტორია==
===უძველესი ისტორია===
შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია [[ხეთები]]ს იმპერიის დროს იწოდებოდა როგორც ჰაიასა, ან აზი. დღევანდელი ტრაპიზონის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, [[ასურელები|ასურელებს]] ჰქონდათ სავაჭრო ცენტრი, რომელიც კომერციულ ურთიერთობებს ამყარებდა შავ ზღვას, პონტოს მთებსა და ირანის მთიანეთს შორის. რეგიონი სავარაუდოდ დასახლებული იყო გვიანდელ [[ბრინჯაოს ხანა]]ში, რადგან [[მიკენის ცივილიზაცია|მიკენელ ბერძნებს]], რომლებსაც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ძვირფასი ლითონები (ოქრო და ვერცხლი) ეგულებოდათ, უნდა ჰქონოდათ ურთიერთობა ადგილობრივ მოსახლეობასთან. ბერძენთა ამ მისწრაფებებმა დაბადეს მითი [[იასონი]]ს მოგზაურობისა [[ოქროს საწმისი]]ს მოსაპოვებლად ქრისტეს შობამდე XIIXV საუკუნეში. ამ პერიოდის არქეოლოგიური მტკიცებულებები არ არსებობს.
 
ბერძნული წყაროების მიხედვით ქალაქი Τραπεζοῦς დააარსეს [[მილეტი|მილეტელმა]] ვაჭრებმა ქრისტესშობამდე 756 წელს. უფრო სარწმუნოა, რომ ეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII-VI საუკუნეებში მომხდარიყო. ეს იყო მათი ერთ-ერთი კოლონია შავი ზღვის პირას დაარსებული დაახლოებით ათი სავაჭრო კოლონიიდან, რომელთა რიცხვში ასევე შედიოდნენ [[სინოპი (ქალაქი)|სინოპი]] და [[აბიდოსი]]. ქალაქის დამაარსებლების მიზანი რკინითა და ვერცხლით ვაჭრობა იყო. ტრაპიზონის სავაჭრო პარტნიორები იყვნენ [[მოსინიკები]]. როგორც სხვა ბერძნული კოლონიები, ქალაქი წარმოადგენდა ელინური ცხოვრების [[ანკლავი|ანკლავს]]. მაშინდელ ფულად ურთიერთობებს ადასტურებს ბერძნული დრაჰმა, რომელიც ლონდონში, ბრიტანულ მუზეუმშია დაცული.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრაპიზონი“-დან