სვია (მცენარე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის vls:Hommel (plante); cosmetic changes
ხაზი 23:
მცენარე ყვავილობს VI-VIII. სვია იზრდება ტენიან ადგილებში, ტყისპირებზე, ბუჩქნარებში, მდინარეთა ხეობებში, ადის მთის შუა სარტყელამდე — 1200 მ–მდე ზღვის დონიდან. გავრცელებულია [[რაჭა]]-[[ლეჩხუმი|ლეჩხუმში]], [[აფხაზეთი|აფხაზეთში]], [[აჭარა]]ში, [[ქართლი|ქართლში]], [[კახეთი|კახეთში]], [[სამაჩაბლო]]ში, [[თრიალეთი (მხარე)|თრიალეთში]]. [[საქართველო]]ში გვარი სვია ერთის სახეობითაა წარმოდგენილი. სამრეწველო მიზნით მოჰყავთ ბოსტნებსა და ბაღებში — მთელ საქართველოში. საერთო გავრცელება — [[დასავლეთი ევროპა]], [[სამხრეთი აფრიკა]], [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთი]] და [[სამხრეთი ამერიკა]], [[ავსტრალია]], [[ჩინეთი]], [[ცენტრალური აზია]]. ნედლეული.
 
სვიის გირჩები — ნაყოფედი კვერცხისებრი ფორმისაა, შედგება მომრგვალო თესლურებისაგან, რომლებიც თანაყვავილედის უბეებში და ყვავილსაფარის ფოთლებშია დაფარული. ნაყოფედი შედგება საერთო ღერძისაგან, რომელზეც მოთავსებულია კრამიტისებრ განლაგებული მრავალრიცხოვანი თანაყვავილედი. ისინი დაფარულია ხშირი ყვითელი ჯირკვლებით. გირჩებს აგროვებენ სრულ დამწიფებამდე, როდესაც მომწვანო-ყვითელი შეფერილობა აქვს. დაუშვებელია მწიფე გირჩების დამზადება, ამ დროს ისინი ყვითელი–მურა ფერისაა, ქერქლები გამოშვერილია და მრავალკაკლუჭიანი. აშრობენ სწრაფად, რომ მოქმედი ნივთიერებები არ დაიშალოს. გარდა ამისა, ამზადებენ ჯირკვლებს, რომლებსაც მშრალი გირჩებიდან გამობერტყავენ და გაცრიან. მიიღება ოქროსფერ-ყვითელი ფხვნილი, ე. წ. Lupulinum მედიცინაში გამოყენება. სვიის გირჩები დამამშვიდებელი მოქმედებისაა, აუმჯობესებს ძილს, ხმარობენ კლიმაქსური დარღვევისას, ასევევ [[გასტრიტი]]ს, სანაღვლე გზებისა და [[ღვიძლი]]ს დაავადებებისას, შარდსასქესო გზების პათოლოგიის დროს. გირჩები შედის სედატიურ ნაკრებში, ეთეროვანი ზეთი და ექსტრაქტი კი გულ-სისხლძარღვთა პრეპარატებში, პრეპარატ უროლესანში; „ლუპულინს“ იყენებენ [[ჰომეოპათია]]ში. სვია უძველესი ხალხური საშუალებაა, დადგენილია მისი ძალზე მაღალი ანტიბაქტერიული და ალერგიის საწინააღმდეგგო მოქმედება. ევროპელები IX საუკუნიდან იყენებენ სვიას ლუდისა და პურის წარმოებაში. ამრიგად, სვიას ახასიათებს მოქმედებისა და გამოყენების ფართო სპექტრი, მაგრამ რომელი შენაერთი განაპირობებს ამა თუ იმ ეფექტს, არაა დადგენილი.
 
== ლიტერატურა ==
* ლინა ერისთავი. "ფარმაკოგნოზია". თბ., 2005
* ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. "მეცნიერება:. თბილისი. 2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი, USAID-ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI-VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) — TACIS program (United kingdom)
* Lali Dateshidze and co-authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
* დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
* დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. თბილისი, 2005. „ტექინფორმის“ დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
* ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სტატია ჟურნალში „მცენარეთა მეცნიერებები“: 2009 წ.
* ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
* {{ქსე|9|316}}
* შენგელია ზურაბ, სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში, თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
* საქართველოს ფლორა. I-XI ტომი. თბილისი. 1971-1987 წ.
 
[[კატეგორია:თუთისებრნი]]
 
{{Link FA|vls}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სვია_(მცენარე)“-დან