სინხაის რევოლუცია: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ removed Category:ბურჟუაზიული რევოლუცია using HotCat |
მ ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის ko:신해혁명; cosmetic changes |
||
ხაზი 20:
|შენიშვნა=
}}
'''სინხაის რევოლუცია''' — [[ბურჟუაზია|ბურჟუაზიული]] რევოლუცია [[ჩინეთი|ჩინეთში]] [[1911]]-[[1913]] წლებში, დაამხო მანჯურიელთა [[ცინის დინასტია]] და ჩინეთი რესპუბლიკად გამოაცხადა. რევოლუცია დაიწყო [[ძველი ჩინური კალენდარი|ძველი ჩინური კალენდრის]] მიხედვით „სინხაის“ წელს. გაპირობებული იყო მანჯურიის დინასტიის დამხობის ისტორიული აუცილებლობით, იგი მხარს უჭერდა ფეოდალურ წესებს და ამუხრუჭებდა [[კაპიტალიზმი]]ს განვითარებას ჩინეთში. რევოლუციური მამოძრავებელი ძალები იყვნენ: [[ეროვნული ბურჟუაზია]], [[გლეხობა]], [[მუშები]], [[ლიბერალი მემამულეები]]. რევოლუცია დაიწყო ჯარისკაცთა აჯანყებით 1911 წლის 10 ოქტომბერს, ქალაქ [[უჩანი|უჩანში]]. ნოემბრის ბოლოს სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ჩინეთის 15 პროვინციაში დაემხო მანჯურიის დინასტიის ხელისუფლება. აჯანყებულ რაიონებს სათავეში მოექცნენ ლიბერალური ბურჟუაზია და მემამულეთა წარმომადგენლები. [[ცინის დინასტია|ცინებმა]] მოიწვიეს რეაქციონერი [[გენერალი]] [[იუან შიკაი]] და 2 ნოემბერს [[პრემიერ-მინისტრი|პრემიერ-მინისტრად]] და [[მთავარსარდალი|მთავარსარდლად]] დანიშნეს. იგი ლავირების პოლიტიკას ატარებდა ცინების მთავრობასა და რევოლუციონერებს შორის. ჩინეთის რესპუბლიკური ბანაკის წარმომადგენლებმა დაიწყეს იუან შიკაისთან მოლაპარაკება. 29 დეკემბერს აჯანყებული პროვინციების დელეგატების კრებამ ([[ნანკინი]]) ჩინეთის რესპუბლიკის დროებით პრეზიდენტად აირჩია [[ემიგრაცია|ემიგრაციიდან]] დაბრუნებული [[სუნ იატსენი]], მაგრამ იმპერიალისტურმა ქვეყნებმა არ ცნეს
იუან შიკაიმ ისარგებლა ლიბერალური წრეებისა და ბურჟუაზიული დემოკრატიის სისუსტით და საერთაშორისო იმპერიალიზმის დახმარებით დაამყარა [[სამხედრო-ფეოდალური დიქტატურა]].
== ლიტერატურა ==
{{ქსე|9|377}}
[[კატეგორია:რევოლუციები]]
[[კატეგორია:ჩინეთის ისტორია]]
{{Link FA|ko}}
|