მერკური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტი: რჩეული სტატიის ბმული გვერდისათვის hy:Մերկուրի (մոլորակ); cosmetic changes
ხაზი 90:
|ატმოსფეროს შემადგენლობა = 42,0 % [[ჟანგბადი]]
29,0 % [[ნატრიუმი]]
22,0 % [[წყალბადი]]
6,0 % [[ჰელიუმი]]
0,5 % [[კალიუმი]]
0,5 % დანარჩენი ([[წყალი]], [[აზოტი]], [[ქსენონი]], [[კრიპტონი]], [[ნეონი]], [[კალციუმი]], [[მაგნიუმი]])<ref name="nasa" /><ref name="galspace">[http://galspace.spb.ru/mercury.html პროექტი „მზის სისტემის კვლევა“, მერკური]</ref>

'''მერკური''' — [[მზე|მზესთან]]სთან ყველაზე ახლოს მდებარე [[პლანეტა]]. ის ასევე ყველაზე პატარაა და მისი ორბიტა ყველაზე [[ექსცენტრისიტეტი|ექსცენტრიულია]] მთელ რვა პლანეტას შორის. მისი [[ორბიტალური პერიოდი]] 88 დღეს გრძელდება (დედამიწის დღე). როდესაც ორჯერ დაასრულებს ორბიტალურ პერიოდს, მერკური ღერძის გარშემო ორჯერ შემობრუნდება. პლანეტას რომაული ღმერთის - [[მერკური (ღმერთი)|მერკურის]] სახელწოდება აქვს. მერკური ღმერთების შიკრიკი, მედიატორი იყო.

მერკურის ზედაპირი ძალიან კრატერიანია და გარეგნობით [[დედამიწა|დედამიწის]] [[მთვარე|მთვარეს]] ძალიან ჰგავს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მერკური მილიარდობით წლების განმავლობაში გეოლოგიურად არააქტიური იყო. რადგანაც მერკურის თითქმის არ აქვს ატმოსფერო, რომ სითბო შეინარჩუნოს, მისი ზედაპირი ექსტრემალურ ტემპერატურულ ცვლილებებს იტანს - ღამით -173.15º °C და დღისით 426.85º °C. მერკურის ღერძი ყველა პლანეტის ღერძზე დახრილია, მაგრამ მისი ორბიტალური [[ექსცენტრისიტეტი]] უდიდესია. პლანეტაზე სეზონის ცვალებადობა უფრო დამოკიდებულია მისი მზიდან დაშორებაზე, ვიდრე პლანეტის ღერძის დახრილობაზე, რომელიც დედამიწაზე და სხვა პლანეტებზე სეზონის ცვალებადობის ძირითადი გამომწვევი მიზეზია. როდესაც მერკური [[პერიჰელიუმი|პერიჰელიუმში]] იმყოფება, ის მზისგან 2-ჯერ მეტ სითბოს იღებს, ვიდრე [[აფელიუმი|აფელიუმში]] ყოფნისას. რადგანაც პლანეტის სეზონები დამოკიდებულია ორბიტალურ ექსცენტისიტეტზე და არა ღერძული დახრილობაზე, სეზონები ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან არც ერთ ნახევარსფეროზე, ანუ პლანეტის ყველა წერტილში ერთი სეზონია.

მერკური და [[ვენერა (პლანეტა)|ვენერა]] დედამიწის ცაზე შესაძლებელია გამოჩნდნენ, როგორც დილის, ასევ საღამოს ვარსკვლავი (რადგან ისინი უფრო ახლოს არიან [[მზე|მზესთან]]სთან, ვიდრე [[დედამიწა]]), თუმცა, ცაზე მერკურის მზესთან მიახლოება მის დანახვას უფრო რთულს ხდის, ვიდრე ვენერასია.

== შინაგანი სტრუქტურა ==
[[imageფაილი:4 Terrestrial Planets Size Comp True Color.png|thumb|250px|left|კლდოვანი პლანეტები: მერკური, [[ვენერა (პლანეტა)|ვენერა]], [[დედამიწა]] და [[მარსი (პლანეტა)|მარსი]] (მასშტაბები ემთხვევა).]]
[[image:Mercury Internal Structure.svg|thumb|250px|left|მერკურის შინაგანი სტრუქტურა:

1. ქერქი: 100–300 კმ. სისქის

2. [[მანტია]]: 600 კმ. სისქის

3. ბირთვი: 1,800 კმ. [[რადიუსი|რადიუსის]]]]
მერკური 4 [[კლდოვანი პლანეტები|კლდოვანი პლანეტიდან]] ერთ-ერთია [[მზის სისტემა|მზის სისტემაში]]ში. ის დედამიწის მსგავსად კლდოვანი სხეულია. მერკური ყველაზე პატარა [[პლანეტა|პლანეტაა]] [[მზის სისტემა|მზის სისტემაში]]ში, რომლის ეკვატორული რადიუსი 2,439.7 კილომეტრს შეადგენს. მერკური უფრო პატარაა (თუმცა, უფრო მასიური), ვიდრე მზის სისტემაში არსებული უდიდესი ბუნებრივი თანამგზავრები - [[განიმედი]] და [[ტიტანი (ბუნებრივი თანამგზავრი)|ტიტანი]]. მერკურის შედგენილობაში დაახლოებით 70% მეტალური და 30% სილიკატური მატერია შედის. პლანეტა [[სიმკვრივე|სიმკვრივით]] მეორე ადგილზეა [[მზის სისტემა|მზის სისტემაში]]ში - 5.427 გრ/სმ3. ეს ოდნავ მცირეა დედამიწის სიმკვირვეზე - 5.515 გრ/სმ3.

მერკურის სიმკვრივე მის შინაგან სტრუქტურის გარკვევაში გვეხმარება. მართალია, დედამიწის მაღალი სიმკვრივე შესამჩნევად გრავიტაციულ შეკუმშვაში გამოიხატება, პრაქტიკულად ბირთვში, მერკური ბევრად პატარაა და მისი შიდა რეგიონები არაა ასე შეკუმშული. აქედან გამომდინარე, ასეთი მაღალი სიმკვრივის მიზეზი ის უნდა იყოს, რომ მისი ბირთვი ძალიან დიდი და რკინით მდიდარია.
ხაზი 110:
[[ფაილი:მერკური.jpg|მინი|მარჯვნივ|200პქ]]

მერკურის ბირთვი უფრო მეტ [[რკინა|რკინას]] შეიცავს, ვიდრე სხვა ნებისმიერი პლანეტა [[მზის სისტემა|მზის სისტემაში]]ში. ყველაზე ფართოდ გავრცელებული და მიღებული თეორია არის, რომ მერკურის თავდაპირველად ჰქონდა მეტალ-სილიკატური თანაფარდობა, რომელიც [[ხონდრიტები|ხონდრიტ]] მეტეორიტებშია გავრცელებული. [[მზის სისტემა|მზის სისტემის]] ადრეულ ისტორიაში, მერკურის შესაძლებელია [[პლანეტოიდი]] დაეჯახა, რომლის [[მასა]] მერკურის მასის 1/6 იყო და რამდენიმე ასეული კილომეტრი ზომისა. თეორიის მიხედვით, შეჯახებამ პლანეტის თავდაპირველი ქერქი და [[მანტია]] მოაშორა მას და დატოვა ბირთვი, როგორც შედარებით დიდი კომპონენტი. მსაგვსი პროცესის დახმარებით, რომელსაც „[[გიგანტური შეჯახების ჰიპოთეზა]]“ ეწოდება, დედამიწის მთვარის ფორმირებას ხსნიან მეცნიერები.

ალტერნატიულად, მერკური შესაძლებელია წარმოიქმნა [[მზიური ნისლეული|მზიური ნისლეულისგან]]სგან, სანამ მზის ენერგიის გამოსხივება დარეგულირდებოდა. პლანეტას, თავდაპირველად, დღევანდელი მასაზე ორჯერ მეტი ჰქონდა, მაგრამ როდესაც პროტომზე შეიკუმშა, ტემპერატურები მერკურის მახლობლად შესაძლებელია 2226.8º °C (2500 K)-დან 3226.8º °C (3500 K)-მდე ყოფილიყო, და კიდევ უფრო მაღალი - 9726.9º °C (10 000 K). ამ ტემპერატურაზე, მერკურის ზედაპირიდან ქვები აორთქლდა, რის შედეგადაც წარმოიქმნა "ქვის ორთქლი," რომელიც შემდეგ [[მზიური ქარი|მზიურმა ქარებმა]] გააქრეს.

== ზედაპირის გეოლოგია ==

მერკურის ზედაპირი ძალიან წააგავს დედამიწის [[მთვარე|მთვარეს]] გარეგნობით. პლანეტის ზედაპირზე ფაშატის მსგავსი დაბლობები და ძალიან ბევრი [[კრატერი]] შეინიშნება, რაც იმის მანიშნებელია, რომ მერკური მილიარდობით წლების მანძილზე გეოლოგიურად პასიური პლანეტა იყო. აქამდე მერკური კლდოვან პლანეტებს შორის ყველაზე ნაკლებად იყო გამოკვლეული, რადგანაც მას მხოლოდ ერთი ზონდი ეწვია (ორბიტაზე) - „მარინერი“. ეს მოხდა 1975 წელს. ასევე მერკურის მიწიდანაც აკვირდებოდნენ. მაგრამ [[მესენჯერი (ხომალდი)|მესენჯერიდან]] მიღებული მონაცემების შემდეგ, მერკურის შესახებ ბევრი რამ გაირკვა. მაგალითად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს უჩვეულო კრატერი მასხივებელი ღრმულით, რომელსაც მკვლევრები „ობობას“ უწოდებენ. მას შემდეგ Apollodorus დაერქვა.

მერკურის მახასიათებლების (ვულკანები, ქედები...) სახელები სხვადასხვა წყაროებიდან მოდის. თუ რომელიმე მახასიათებელს ადამიანის სახელი ჰქვია, ესეიგი ის ადამიანი გარდაცვლილია და მის პატივსაცემად ჰქვია. კრატერებს მსახიობების, მუსიკოსების, მხატვრბის და იმ ავტორების სახელები ჰქვიათ, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თავიანთ საქმეში. ქედებს იმ მეცნიერთა სახელი ჰქვიათ, რომელთაც მერკურის შესწავლაში მიუძღვით წვლილი. ღრმულებს არქიტექტურის ნიმუშების სახელები ჰქვიათ. ესკარპებს კი სამეცნიერო ექსპედიციების გემების სახელები ეწოდებათ, ხოლო დაბლობებს რადიო ტელესკოპის შესაძლებლობების.
ხაზი 136:
{{Link FA|en}}
{{Link FA|hu}}
{{Link FA|hy}}
{{Link FA|no}}
{{Link FA|pl}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მერკური“-დან