პლოტინე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა Otogi გვერდი „პლოტინუსი“ გადაიტანა გვერდზე „პლოტინე“
Robot: fr:Plotin is a good article; cosmetic changes
ხაზი 1:
[[ფაილი:Plotinos.jpg|thumb|პლოტინუსი]]
'''პლოტინუსი''' ({{lang-el|Πλωτῖνος}}) (დ. 204/5 — გ. [[270]]) — [[ანტიკური ხანა|ანტიკური]] მსოფლიოს ერთ–ერთი დიდი [[ფილოსოფია|ფილოსოფოსი]]. მისი თეორიის სისტემაში სამი ცნება გამოიყოფა: ერთადერთი, ინტელექტი და სული. მისი მასწავლებელი [[ამონიუს საკასი]] იყო. იგი პლატონური ტრადიციის მიმდევარია. მე-19 საუკუნეში ისტორიკოსებმა მოიგონეს ტერმინი [[ნეოპლატონიზმი]] და დაუკავშირეს იგი პლოტინუსსა და მის ფილოსოფიას, რომელსაც გვიან ანტიკურ ხანაში უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. პლოტინუსის ბიოგრაფია, ძირითადად, [[პორფირიუსი|პორფირიუსის]] წინასიტყვაობიდან არის ცნობილი, რომელიც მან პლოტინუსის ''[[ენეადები|ენეადებს]]'' დაურთო. მისი მეტაფიზიკური ნაწერები საუკუნეების განმავლობაში ახდენდა გავლენას [[პაგანიზმი|პაგანისტებზე]], [[ქრისტიანული ფილოსოფია|ქრისტიანებზე]], [[ებრაული ფილოსოფია|ებრაელებზე]], [[ისლამური ფილოსოფია|ისლამისტ]] და [[გნოსტიციზმი|გნოსტიკ]] [[მეტაფიზიკა|მეტაფიზიკოსებსა]] და [[მისტიკა|მისტიკოსებზე]].
 
== ბიოგრაფია ==
დაიბადა [[ლიკოპოლისი|ლიკოპოლისში]], ქვემო [[ეგვიპტე|ეგვიპტეში]]ში. ადრეული წლები გაატარა [[ალექსანდრია|ალექსანდრიაში]]ში, თავის დროზე მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთ უმსხვილეს ცენტრში. [[231]]/[[232]]-[[242]] წლებში სწავლობდა ფილოსოფოს ამონიუს საკასთან (რომლის მოსწავლე ასევე იყო [[ორიგენი|ორიგენიც]], ქრისტიანული ეკლესიის ერთ–ერთი მასწავლებელი). [[242]] წელს, რათა გაცნობოდა ირანულ და [[ინდუიზმი|ინდურ]] ფილოსოფიას, იმპერატორ [[გორდიანე III]]-ს ირანულ ლაშქრობაში გაჰყვა. [[243]]/[[244]] წელს დაბრუნდა რომში, სადაც დააარსა საკუთარი სკოლა და დაიწყო მასწავლებლობა. აქ შეიკრა მისი მიმდევრების წრე, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ფენასა და ნაციონალობას აერთიანებდა. [[265]] წელს იმპერატორ გალიენის მფარველობის ქვეშ, წარუმატებელი აღმოჩნდა მცდელობა განეხორციელებინა პლატონის სახელმწიფოს იდეა — დაეარსებინა ფოლოსოფოსების ქალაქი, პლატონოპოლისი, რომელიც რელიგიური აზროვნების ცენტრი იქნებოდა. [[259]]/[[260]] წელს, უკვე ხანდაზმულობაში დაიწყო თავისი სწავლებებისთვის წერილობითი ფორმის მიცემა. პლოტინუსის ფრაგმენტულ ჩანაწერებს პორფირიუსმა გაუკეთა რედაქტირება, თავი მოუყარა და გამოსცა. პორფირიუსმა ისინი ექვს ნაწილად დაყო, თითოეული დანაყოფი — ათ ნაწილად (აქედან მოდის მოდის პლოტინუსის 54 ტრაქტატის სახელწოდებაც — ''ენეადები'', αἱ ''Ἐννεάδες'', ''ათიანები'').
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://plotin.lotophages.org/ ბერძნული ტექსტები (1917)]
* [http://zhurnal.lib.ru/editors/s/salihow_m_z/de_fati.shtml პლოტინუსის ტრაქტატის რუსული და ბერძნული ტექსტები „შორსმჭვრეტელობაზე“.]
* [http://fidel-kastro.ru/filosofy/antiq/ploti01/index.htm პლოტინუსი. ენეადები.]
 
ხაზი 15:
[[კატეგორია:გარდაცვლილი 270]]
[[კატეგორია:ნეოპლატონიზმი]]
 
{{Link GA|fr}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პლოტინე“-დან