პარიზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: en:Paris is a good article; cosmetic changes
ხაზი 128:
== ისტორია ==
[[ფაილი:Vue générale de l'Exposition universelle de 1889.jpg|მინი|300px|[[1889 წლის მსოფლიო გამოფენა]]]]
პარიზის ტერიტორიაზე მუდმივი ცხოვრების პირველი კვალი ჩვენს ერამდე 4200 წლით თარიღდება. [[კელტები|კელტი]] [[სენონები]]ს ტომის ქვეჯგუფი, ცნობილი მენავეები და მოვაჭრეები პარიზიები მდინარე სენის მიდამოებში ქრისტეშობამდე 250 წლით ადრე დასახლდნენ. [[რომი]]ს დასავლურმა კამპანიებმა პარიზის აუზი ჩვ.წთ.აღმ-დე 52 წელს დაიპყრო. რომაელთა მუდმივი ჩასახლებაც იმავე საუკუნეში იწყება, კერძოდ მარცხენა ნაპირზე, სენტ-ჟენევიევის ბორცვზე და ილ-დე-ლა-სიტეს კუნძულზე. ქალაქს იმხანად ლუტეცია (Lutetia) ერქვა, შემდგომ კი გალურის გავლენით ლუტეცი (Lutèce)დაერქვა. გალო-რომანულ ეპოქაში ქალაქი თანდათან დაწინაურებას განიცდის, ჩნდება პირველი სასახლეები, [[აბანო]]ები, [[ფორუმი]], [[ტაძარი|ტაძრები]], [[თეატრი|თეატრები]] და [[ამფითეატრი]]ც კი. [[რომის იმპერია|რომის იმპერიის]] დაცემამ და გერმანიკულმა შემოსევებმა პარიზი ისევ განუვითარებლობის ხანაში გადაისროლა და ერთ კუნძულზე მდებარე ბუნებრივ [[ციხესიმაგრე]]ს დაამსგავსა. ლუტეციას პარიზი სწორედ რომის იმპერიის ოკუპაციის ბოლო ხანებში ეწოდა.
 
ჩვ.წთ. აღ-ით 500 წელს პარიზი ფრანკთა მეფის [[კლოვის I]]-ის სამეფოს [[დედაქალაქია]]. კლოვის I-მა დააარსა ქალაქში პირველი [[კათედრალი]] და [[სააბატო]].
ხაზი 149:
== რელიგია ==
[[ფაილი:Aftnn Le Basilique du Sacre Coeur 3.jpg|მინი|[[საკრე-კიორის ბაზილიკა]]]]
მოსახლეობის 80 % [[ქრისტიანობა|ქრისტიანია]], 75 % [[კათოლიციზმი|კათოლიკეა]], ამათგან უმეტესობა — ლათინური ყაიდის კათოლიკეა, ზოგიერთი — სომხური და ბიზანტიური ეკლესიების მრევლია. პარიზში 94 კათოლიკური თემია, აქედან 15 მართლმადიდებლური, 21 [[სინაგოგა]] (პარიზში 220 000 იუდეველია) და 2 [[მეჩეთი]]ა 50 000 მუსულმანისთვის, (უმეტესობა სუნიტია).
 
== ეკონომიკა ==
პარიზი — საფრანგეთის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ცენტრია. ქვეყნის სამრეწველო საწარმოების თითქმის მეოთხედს მეტროპოლიაში საკუთარი შტაბ-ბინები აქვს გახსნილი.
 
სამუშაო ადგილების (85 %) მომსახურების სფეროზე მოდის. იმის მიუხედავად, რომ მრეწველობა ქალაქის საზღვრებს სულ უფრო შორდება, ასი ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნა მაინც შეუძლია პარიზელთათვის. ამდენიმე სამუშაო ადგილი მოდის მცირე საწარმოებზე - სერვისის სფერო (35 %), [[წარმოება]] (30 %), [[მშენებლობა]] (20 %) და [[კვება]] (15 %).
ხაზი 167:
პარიზის როლი, როგორც საერთაშორისო ტურისტული და სავაჭრო ცენტრისა, ბოლო ასწლეულის მანძილზე შესამჩნევად გაიზარდა. უკანასკნელი რამდენიმე დეკადის განმავლობაში პარიზი ჩქაროსნული [[ტრანსპორტი]]ს ცენტრი გახდა, დაწყებული სახმელეთო (სარკინიგზო, საავტომობილო)გადამზიდავებიდან, დასრულებული [[საჰაერო ტრანსპორტი]]თ; პარიზს ორი საერთაშორისო [[აეროპორტი]] ემსახურება.
 
ქალაქ პარიზისა და მისი რეგიონის საზოგადოებრივ ტრანსპორტს სინდიკატი ”დე ტრანსპორტ დილ დე ფრანსი” (Syndicat des transports d'Île-de-France) აწესრიგებს. სინდიკატის დაქვემდებარებაშია პარიზის შიდა და საგარეუბნო ავტობუსები, ასევე [[მეტრო]].
 
== საგზაო ტრანსპორტი ==
[[ფაილი:Péripherique Porte de le Muette.JPG|thumb|წრიული გზა]]
პარიზი — ქვეყნის უმსხვილესი სატრანსპორტო კვანძია. ისტორიულად საფრანგეთისთის მნიშვნელოვანი გზები პარიზიდან გადიოდა რადიუსებით, და დღეს-დღეობითაც ეს რადიუსები საფრანგეთის საავტომობილო რუკებზე კარგად ჩანს. ქალაქიდან ყველა შესაძლოა მიმართულებით გადის გზები: А1 [[ლილი]]სკენ, А4 [[რეიმსი]]სკენ, А5 [[დიჟონი]]სკენ, А6 [[ლიონი]]სკენ, А77 [[ნევერი]]სკენ, А10 [[ორლეანი]]სკენ, А13 [[რუანი]]სკენ და А16 [[ამიენი]]სკენ.
ქალაქის ირგვლივ აშეენებულია წრიული გზა, რომელსაც 2-4 ზოლიანი სავალი ნაწილი აქვს ორივე მიმართულებით. კიდევ ორი წრიული გზა — A86 და A104 — საშუალებას აძლევს სატრანზიტო მძღოლებს პარიზს შემოუარონ ქალაქში შეუსვლელად.
 
== ავიატრანსპორტი ==
ხაზი 188:
* ჩრდილოეთის სადგური — ჩრდილოეთის მიმართულებით (TGV): [[დიდი ბრიტანეთი]], [[ბელგია]] და [[ჰოლანდია]] (Thalys).
* აღმოსავლეთის სადგური — აღმოსავლეთის მიმართულება: გ[[გერმანია]]. [[ავსტრია]] და [[შვეიცარია]].
* ლიონის სადგური — რეგიონები, ცენტრი და სამხრეთ-დასავლეთი: (TGV) [[ალპები]], [[იტალია]]
* ბერსის სადგური — ალპები, იტალია (ღამის რეისები).
* აუსტერლიცის სადგური — სამხრეთ-დასავლეთის მიმართულება( TGV): [[ესპანეთი]], [[პორტუგალია]].
* მონპარნასის სადგური — ბრეტანი და საფრანგეთის დასავლეთი (TGV).
 
ხაზი 201:
ასევე არსებობს რეგიონული ექსპრეს-მეტრო (RER) — ელმავლების ხაზები პარიზში მიწისქვეშ გაედინება და მეტროს ხაზებს კვეთს. RER-ის ქსელი ხუთი ხაზისგან შედგება და ასოებით A, B, C, D, E არის აღნიშნული.
 
1992 წელს პარიზში 60-70-იან წლებში დემონტირებული ტრამვაის ხაზების აღდგენა დაიწყო. პარიზის ტრამვაის ქსელი ოთხი ხაზისგან შედგება, ამათგან სამი ქალაქის გარეუბნებს აკავშირებს და მხოლოდ ერთი (Т3) ქალაქის ცენტრში მოძრაობს.
 
პარიზში ფართო საავტობუსო ქსელია, რომელიც არამხოლოდ ჩვეულებრივ მარშრუტებს მოიცავს, არამედ სპეციალურ ხაზებსაც, რაც პარიზის ტურისტული ადგილების მოსანახულებლად გამოიყენება.
ხაზი 212:
[[საფრანგეთი]]ს ყველაზე პრესტიჟული სასწავლებლები პარიზში მდებარეობს.
 
პარიზის ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტი [[სორბონა]] 1257 წელს იქნა დაარსებული რობერ დე სორბონის მიერ ღარიბი სტუდენტებისთვის ღვთისმეტყველების სწავლების მიზნით. უნივერსიტეტმა სახელწოდება მხოლოდ XIV საუკუნეში მიიღო და ქალაქსა და სრულიად ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ სასწავლებლად იქცა. სორბონის გარშემო ლათინური უბანი დაარსდა, რომლის სახელიც სხვადასხვა სტუდქალაქებმაც გადაიღეს. 1968 წელს რეფორმირების შედეგად [[პარიზის უნივერსიტეტი]] 13 დამოუკიდებელ უმაღლეს სასწავლებლად გაიყო .
პარიზში ასევე მდებარეობს [[საფრანგეთის ინსტიტუტი]] (Institut de France), რომელიც 5 აკადემიისგან შედგება; ამათგან ყველაზე ცნობილია [[საფრანგეთის აკადემია]], რომელიც ინსტიტუტის ნაწილი 1803 წელს გახდა. ფრანგული აკადემია ვალენტენ კონრადის მიერ 1629 წელს დაარსებული პარიზის ლიტერატურული წრისგან ჩამოყალიბდა. უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აკადემიამ 1635 წელს მიიღო.
 
ასევე პრესტიჟულ სასწავლებლადაა მიჩნეული კოლეჟ დე ფრანსი. პოლიტექნიკური სკოლა. უმაღლესი ნორლმალური სკოლა. კათოლიკური ინსტიტუტი. სამთო ინსტიტუტი და მართვის ეროვნული ინსტიტუტი.
 
პარიზის ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა — მეფე [[კარლ V]]-ის მიერ 1368 წელს [[ლუვრი|ლუვრში]] საკუთარი წინგთსაცავისგან დაარსებული ბიბლიოთეკაა. დაარსებისას ბიბლიოთეკაში მხოლოდ 911 [[მანუსკრიპტი]] ინახებოდა, რადგანაც, იმდროის ტრადიციების თანახმად მონარქის გარდაცვალების შემდეგ მისი ყველა საბუთი ნადგურდებოდა. ეს წესი [[ლუდოვიკ XI]]-მ დაარღვია, რომლისგანაც ფონდის გაფართოება დაიწყო. 1988 წელს პრეზიდენტმა [[ფრანსუა მიტერანი|ფრანსუა მიტერანმა]] ბიბლიოთეკისთვის ახალი შენობის აშენების შესახებ გააკეთა განცხადება. ამჟამად ბიბლიოთეკა 10 მლნ ბეჭდურ გამოცემას მოითვლის.
 
== კულტურა ==
პარიზში არის [[პარიზის უნივერსიტეტი]], [[კოლეჟ-დე-ფრანსი]], უმაღლესი პრაქტიკული სკოლა, ეროვნული პოლიტექნიკური ინსტიტუტი, [[პასკალის კათოლიკური ინსტიტუტი]], 40-ზე მეტი ე.წ. დამოუკიდებებლი [[ინსტიტუტი]], ორი [[კონსერვატორია]] — დრამატული ხელოვნების და მუსიკალური, ლუვრის სკოლა, ნატიფი ხელოვნების უმაღლესი ეროვნული სკოლა და სხვა.
პარიზი სამეცნიერო ცენტრებითა და დარგობრივი აკადემიების სიმრავლით გამოირჩევა. აქვეა ქვეყნის უდიდესი ბიბლიოთეკები. [[ეროვნული არქივი]] და [[ეროვნული ბიბლიოთეკა]]. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი [[მუზეუმი]] [[ლუვრი]], კარნავალეს, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები, [[როდენი]]ს, [[გიმე]]ს (აზიის მრავალი ქვეყნის კულტ. ისტ.), [[ბალზაკი]]სა და [[ვიქტორ ჰიუგო]]ს მემორიალური მუზეუმები და სხვა.
 
საფრანგეთის დედაქალაქი თეატრალური სამყაროს უდიდესი ცენტრია, აქ მუშაობს სამოცზე მეტი თეატრი, მათ შორის წამყვანია ”[[გრანდ ოპერა]]”, ”[[კომედი-ფრანსეზი]]”, ”[[ტეატრ დელ ესტ პარიზიენი]]”. დიდი ჯგუფი თეატრებისა განლაგებულია ე.წ. დიდ ბულვარებზე: ”[[ებერტო]]”, ”[[რენესანსი (თეატრი)|რენესანსი]]”, ”[[ჟიმნაზი]]”, ”[[პორტ სენ მარტენი]]”, ”[[მიშოდიერი]]”, ”[[მატიურენი]]”, ”[[კომედი კომარტენი]]” და სხვა.
დიდი პოპულარობით სარგებლობს საგარეუბნო თეატრები: ”[[ფრანგული თეატრი]]”, ”[[ხელოვნების დემოკრატიული ფრთა]]”, ”[[ტეატრ დე ლა კომჲუნი]]”. სამსახიობო კადრების აღზრდას ემსახურება დრამატული ხელოვნების ეროვნული კონსერვატორია.
ხაზი 270:
{{Link FA|vi}}
{{Link GA|de}}
{{Link GA|en}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პარიზი“-დან