გერმანიის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 106:
 
შესაბამისად, ხშირად მეფეებს, რომლებიც გერმანელმა ფეოდალებმა აირჩიეს მაგრამ ჯერ არ იყვნენ იმპერატორები, უწოდებდნენ გერმანიის მეფეებს. თუმცა, [[982]] წლიდან მამამისის სიცოცხლის პერიოდში ოფიციალურად [[ოტო II წითური|ოტო II]] იწოდებოდა რომის იმპერატორად, ჰაინრიხ II აირჩიეს „ფრანკებისა და ლომბარდიის მეფედ“, ხოლო შემდგომი მეფეები რომის პაპის მიერ [[კორონაცია]]მდე, ჩვეულებრივ, იწოდებოდნენ „რომის მეფეებად“ (rex Romanorum).
 
მეორედ, ამჯერად არა ხელნაწერში, არამედ ოფიციალურ დოკუმენტში სიტყვათშეთანხმება გერმანიის სამეფო გაჩნდა მე-11 საუკუნეში. მას იყენებდა პაპების კურია გრიგოლ VII-ისა და მეფე ჰანრიხ IV-ის კონფლიქტის დროს. მე-12 საუკუნეში სახელწოდება გერმანიის სამეფო ხშირად მოიხსენიებოდა სხვადასხვა უცხოენოვან წყაროებში, ხოლო ფრიდრიხ I ბარბაროსადან მოყოლებული — გერმანულ დიპლომატიურ დოკუმენტებშიც.