ანარქო-კომუნიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: როცა → როდესაც (3) using AWB
No edit summary
ხაზი 36:
პეტრე კროპოტკინმა, რომელსაც ანარქო-კომუნიზმის ყველაზე მნიშვნელოვან თეორეტიკოსად მიიჩნევენ, თავისი ეკონომიკური იდეები ჩამოაყალიბა ნაშრომებში „ბრძოლა პურისათვის“ და „ მინდვრები, ქარხნები და საწარმოები“. კროპოტკინს მიაჩნდა, რომ კოოპერაცია კონკურენციაზე გაცილებით უკეთესი იქნებოდა – ამ აზრს კარგად ასაბუთებს თავის ერთ-ერთ ძირითად მეცნიერულ შრომაში – „საერთო ხელი – ევოლუციის ფაქტორი“. მას მიაჩნდა, რომ ეს პრინციპი ყველაზე კარგად ბუნებაში იყო გამოხატული. კროპოტკინი ემხრობოდა კერძო საკუთრების განადგურებას და „მთელი დოვლათის ექსპროპრიაციას“ ხალხის მიერ, ასევე, ეკონომიკის ჰორიზონტალურ პრინციპზე აგებას, რომელშიც დოვლათი ნაწილდება არა – გაწეული შრომის, არამედ მოთხოვნილებების მიხედვით. მას ასევე მიაჩნდა, რომ ეს „მოთხოვნილებები“ საზოგადოების პროგრესთან ერთად ფიზიკური მოთხოვნილებების საზღვრებს გასცდებოდა – „როგორც კი ადამიანის მატერიალური მოთხოვნილებები დაკმაყოფილდება, ინდივიდებს საშუალება ექნებათ თამამად მისცენ გასაქანი თავიანთ შემოქმედებითი ხასიათის მოთხოვნილებებს. ყველა ინდივიდს განსხვავებული ცხოვრების მიზანი აქვს, და რაც მეტად ვითარდება საზოგადოება, მით უფრო მრავალფეროვანი ხდება ეს მიზნები“.
 
კროპოტკინს მიაჩნდა, რომ ანარქო-კომუნიზმის პირობებში „სახლები, მინდვრები, ქარხნები აღარ იქნება კერძო საკუთრება, ის იკნება კომუნის კუთვნილება, რაც შეეხება ფულს, ხელფასებს, გადასახადებს და ვაჭრობას – არცერთიარც ერთი აღარ იარსებებს“ (პ.კროპოტკინი, „ბრძოლა პურისათვის“).
 
ინდივიდებს და ჯგუფებს შეეძლებათ გამოიყენონ ის რესურსები, რომლებიც მათ სჭირდებათ, ანარქო-კომუნიზმის მიზანი კი „შექმნილი პროდუქტის ყველასთვის მიწოდება და თითოეული ადამიანისთვის სრული თავისუფლების მინიჭებაა მისი გამოყენების პროცესში“. კროპოტკინი მხარს უჭერდა ქონების ექსპროპრიაციას, რაც ყველაფერს ყველასთვის ხელმისაწვდომად აქცევდა და მუშას აღარ დასჭირდებოდა თავისი შრომის გაყიდვა რაღაცის მისაღებად.