აკირა კუროსავა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ილუსტრაცია)
}}
 
'''აკირა კუროსავა''' (黒澤 明) (დ. [[23 მარტი]], [[1910]], [[ტოკიო]] — გ. [[6 სექტემბერი]], [[1998]]) — [[იაპონელები|იაპონელი]] კინორეჟისორი. მას მიიჩნევენ იაპონური კინოს კლასიკოსად. პოპულარულია როგორც სამშობლოში, ასევეისე მთელ მსოფლიოში.
 
== ბიოგრაფია ==
კუროსავას პოპულარობის ზრდას 50-იან წლებში მისმა საყვარელმა მსახიობმა, ტოსირო მიფუნემაც შეუწყო ხელი. იგი გამოირჩეოდა სხვა მსახიობების ფონზე. მუშაობისას კუროსავა გადამღები ჯგუფის მიმართ ძალიან მომთხოვნი იყო. მის ფილმებში დიდ როლს მსახიობების გარდა ბუნებაც ასრულებდა. მას შეეძლო გადაღების შეჩერება სასურველ ამინდამდე, ფილმში [[რასიომონი]] კოკისპირული წვიმა ისეთივე მრავლისმთქმელია, როგორც პერსონაჟები.
 
მიუხედავად იმისა, რომ კუროსავას ყოველივე იაპონურითაა გაჯერებული, მას ასევე აღფრთოვანებდა დასავლური დრამა. [[შექსპირი, უილიამ|შექსპირის]] ტრაგედიების გავლენით მან შექმნა ფილმები [[ტახტი სისხლში]] ([[მაკბეტი]]), [[მეომრის ჩრდილი]] ([[მეფე ლირი]]) და [[სამოთხე და ჯოჯოხეთი]] ([[ჰამლეტი]]). ასევე უნდა აღინიშნოს [[გორკი, მაქსიმ|გორკისა]] ([[ფსკერზე]]) და [[დოსტოევსკი, თედორე|დოსტოევსკის]] ([[იდიოტი]]) მისეული ეკრანიზაციები. დასავლური დრამების ეკრანიზაციის დროს იგი ერთგვარ ადაპტირებას აკეთებდა და პიესის სამოქმედო არეალი იაპონიაში გადაჰქონდა, რათა უფრო გასაგებად და ნათლად გადმოეცა სათქმელი. მაგალითად, ფილმში "ტახტი სისხლში" არ არის არცერთიარც ერთი ფრაზა შექსპირისეული ფრაზა, თუმცა ნაწარმოების პათოსი სრულად არის შენარჩუნებული. ფილმი დადგმულია თეატრი [[ნო]]ს სტილში, მიუხედავად ამისა, იგი ითვლება ”[[მაკბეტი]]ს” ერთერთ საუკეთესო ეკრანიზაციად.
 
[[1960]] წელს კუროსავამ დააარსა საკუთარი კინოსტუდია "კუროსავა პრო", სადაც დადგა ფილმები "[[ცუდებს მშვიდად სძინავთ]]", "[[მცველი]]", "[[სანძიურო]]", "[[სამოთხე და ჯოჯოხეთი]]". ამის შემდეგ იაპონურ კინემატოგრაფიაში შექმნილმა კრიზისმა იგი აიძულა დაფინანსება [[ჰოლივუდი|ჰოლივუდში]] ეძია. მას არ გაუმართლა, მის მიერ ჩაფიქრებული კინოები სხვა რეჟისორებმა გადაიღეს. [[1969]] წელს კი კუროსავამ და იაპონური კინოს სამმა დიდოსტატმა [[კინოშიტა კეისუკე]]მ, [[იტიკავა კონ]]მა და [[კობაიაში მასაკი]]მ დააარსეს კომპანია "ოთხი მხედარი", სადაც კუროსავამ თავისი პირველი ფერადი კინო "[[დოდესკადენი]]" გადაიღო. ფილმს კომერციული წარმატება არ ჰქონდა.