ჯეიმზ სტიუარტი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მსახიობი | ფერი = | სახელი = ჯეიმზ სტიუარტი | სურათი =Ji...
(განსხვავება არ არის)

12:41, 22 იანვარი 2014-ის ვერსია

ჯეიმზ სტიუარტი (ინგლ. James Stewart; დ. 20 მაისი, 1908 — გ. 2 ივლისი, 1997) — ამერიკელი კინოსა და თეატრის მსახიობი. მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ ამერიკულ კლასიკურ ფილმში. ხშირად განასახიერებდა საშუალო კლასის წარმომადგენელ მამაკაცებს. ამერიკის კინოინსტიტუტის მიერ დასახელებულია მესამე ადგილზე მამაკაც კინოლეგენდათა შორის. გარდა სამსახიობო მოღვაწეობისა, ჰქონდა მნიშნელოვანი სამხედრო კარიერა, მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომსა და ვიეტნამის ომში.

ჯეიმზ სტიუარტი
სხვა სახელები ჯიმი სტიუარტი
საქმიანობა მსახიობი

ფილმოგრაფია

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1936 გამხდარი კაცის შემდეგ After the Thin Man დევიდ გრეჰემი
1937 მეშვიდე ცა Seventh Heaven ჩიკო
1938 თან ვერ წაიღებ You Can't Take It With You ტონი კირბი
1939 მისტერ სმიტი ვაშინგტონში მიემგზავრება Mr. Smith Goes to Washington ჯეფერსონ სმიტი
1940 ფილადელფიური ისტორია The Philadelphia Story მაკოლეი კონორი
1946 ეს მშვენიერი ცხოვრება It's a Wonderful Life ჯორჯ ბეილი
1948 თოკი Rope რუპერტ კადელი
1950 ჰარვი Harvey ელვუდ დოუდი
1954 ფანჯარა ეზოს მხარეს Rear Window ჯეფ ჯეფრისი
1956 კაცი, რომელმაც ზედმეტი იცოდა The Man Who Knew Too Much ბენ მაკკენა
1958 თავბრუსხვევა Vertigo ჯონ ფერგიუსონი

რესურსები ინტერნეტში

  ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ჯეიმზ სტიუარტი