შადიმან ბარათაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 9:
შადიმან ბარათაშვილის მოღალატური პორტრეტი წარმოისახება კინოფილმში [[გიორგი სააკაძე (ფილმი)|გიორგი სააკაძე]], სადაც ის ეროვნული გმირის – გიორგი სააკაძის დაუძინებელი მტერი და ქვეყნის და მეფე ლუარსაბ II–ის ორგულია. ფილმში შადიმან ბარათაშვილი გიორგი სააკაძის დისა და ლუარსაბ მეფის თანამეცხედრეს წამლავს, რაც ისტორიული წყაროებით არ დასტურდება.
 
შადიმან ბარათაშვილი ასევე შემდეგი ნაწარმოებების პერსონაჟია, სადაც ის, ძირითადად, უარყოფით პერსონაჟად არის გამოყვანილი: [[ვასილ ბარნოვი]]ს „განგების გრკალის“ , სადაც პერსონაჟ შადიმანს სააკაძის სახლ–კარის აკლებისას უნებლიედუნებლიეთ შემოაკვდება მოხუცებული ქალი. [[ანა ანტონოვსკაია]]ს „დიდი მოურავის“, სადაც ავტორი მას ირანელთა რაზმის ფარულად შემოყვანას მიაწერს ქართლში, რაც ისტორიული წყაროებით არ დასტურდება. [[სიმონ ქვარიანი]]ს „დიდი მოურავის“, [[ანტონ ფურცელაძე|ანტონ ფურცელაძის]] მონოგრაფიისა „გიორგი სააკაძე და მისი დრო“, და პიესისა „დიდი მოურავი“, [[სანდრო შანშიაშვილი]]ს დრამის „უგვირგვინო მეფენი“ და სხვა არაერთის ისტორიკოსის ნაშრომების. შანშიაშვილი და ანტონოვსკაია თავიანთ ნაწარმოებში მას ლუარსაბ II-ის დაღუპვის ცოდვასაც ჰკიდებენ.
 
ერთადერთი ისტორიული წყარო, რომელიც შადიმანს ქვეყნის მოღალატედ წარმოაჩენს, [[იოსებ თბილელი]]ს [[დიდმოურავიანი]]ა, რომელიც გიორგი სააკაძის ნათესავია.