ფერისცვალება: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB |
უნებლიედ → უნებლიეთ |
||
ხაზი 2:
'''[[იესო ქრისტე|მაცხოვრის]] ფერისცვალების დღესასწაული''' (აღინიშნება 6(19) აგვისტოს) — [[თორმეტი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული]]დან ერთ-ერთი. უკავშირდება [[იესო ქრისტე]]ს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს. ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები [[მათე მოციქული|მათე]] (XVII, 1-13), [[მარკოზ მახარებელი|მარკოზი]] (VI, 2-13) და [[ლუკა მოციქული|ლუკა]] (IX, 28-36).
[[იესო ქრისტე|უფალმა]] თავის [[ქრისტეს თორმეტი მოციქული|მოწაფეთაგან]] გამოირჩია [[პეტრე მოციქული|პეტრე]], [[იაკობ მოციქული|იაკობი]] და [[იოანე ღვთისმეტყველი|იოანე]] და მათთან ერთად [[თაბორი (მთა)|თაბორის მთაზე]] ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „''და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი''“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი [[მოსე]] და [[ელია წინასწარმეტყველი]] იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რომლებიც მას [[იერუსალიმი|იერუსალიმში]] მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და გაოგნებულმა [[პეტრე მოციქული|პეტრემ]]
[[თაბორი (მთა)|თაბორის მთაზე]] ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება - ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმიდა, ვიდრე მზის სხივები, ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ ის სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც მარადიულადაა გაცისკროვნებული ღმრთაებრივი ნათლით.
|