ნახშირი (წიაღისეული): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 102 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q24489
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:coal.jpg|270პქ|მინი|ქვანახშირი]]
'''ნახშირი წიაღისეული''' — დანალექი მყარი [[საწვავი]] [[სასარგებლო წიაღისეული]]. ნახშირი შედგება ორგანული ნივთიერებებისგან (პლანქტონური [[მიკროორგანიზმები]]ს მეშვეობით გარდაქმნილი უმაღლესი და უდაბლესი მცენარეების ნაშთები), მინერალური მინარევებისგან და ტენისგან. ნახშირი [[დედამიწის ქერქი|დედამიწის ქერქში]] გვხვდება ფენებრივი და ლინზისებური ბუდობების სახით. აქვს მიწისებრი, მასიური, შრეებრივი ან მარცვლოვანი სტრუქტურა. ყავისფერი, მუქი ყავისფერი, ზოგჯერ თითქმის შავია. ორგანული ნივთიერების წარმოშობის მიხედვით ნახშირი იყოფა 3 ჯგუფად: ჰუმოლითებად, საპროპელიტებად და საპროჰუმოლითებად. ჰუმოლითები შედგება ძირითადად [[ჭაობი|ჭაობში]], [[ტბა]]ში, თხელი ზღვის ყურესა ან ლაგუნაში დალექილი უმაღლესი მცენარეების ნაშთებისაგან.
 
საპროპელიტები [[ტბა|ტბებსა]] და [[ლაგუნა|ლაგუნებში]] დალექილი უდაბლესი [[მცენარე]]ებისა და პლანქტონური [[მიკროორგანიზმები]]ს გარდაქმნის პროდუქტია. საპრო-ჰუმოლითები გარდამავალი სახესხვაობაა და შედგება როგორც უმაღლესი, ისე უდაბლესი მცენარეების გარდაქმნილი ნაშთებისგან. ნახშირის წარმოქმნის საწყის სტადიაში მცენარეული ნაშთები გარდაიქმნება ტორფად. [[ტორფი]], განამარხების შემდეგ, შედარებით დაპალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში, გარდაიქმნება მურანახშირად; ეს უკანასკნელი გადიდებული წნევისა და [[ტემპერატურა|ტემპერატურის]] ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად გარდაიქმნება ქვანახშირად; [[ქვანახშირი]] ანთრაციტად. ამ სტადიებზე თანდათანობით იზრდება [[ნახშირბადი]]ს შეფარდებითი შემცველობა, რასაც თან სდევს ნახშირის თბოუნარიანობის ზრდაც.