ცხვირრქოსანი გველგესლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 20:
| ncbi = 8704
}}
'''ცხვირრქოსანი გველგესლა''' ([[ლათ.]] Vipera ammodytes) — შხამიანი გველების სახეობა [[გველგესლასებრნი|გველგესლასებრთა]] ოჯახისა. საშუალო ზომისაა, სხეულის სიგრძე 60-70 სმ აღწევს, მაქსიმალური — 95 სმ-ს. მამრთანმამალთან შედარებით მდედრიდედალი — შედარებით პატარა ზომისაა. თავის ზედაპირი დაფარულია ჩვეულებრივ, მოკლე ნეკნისებრი ქერცლით. დინგის ბოლოს აქვს 3-5 სმ სიგრძის რქოვანი წამონაზარდი (აქედან სახელწოდება). ამავე მონაკვეთის ქერცლი ხშირად კრიალაა. სხეული ზემოდან ნაცრისფერი, მოყავისფრო ან მოწითალო-მოყავისფროა. ზურგის არეში ტეხილად გასდევს მუქი ან მსხვილი რომბულ-განივი ზოლები. მუცელი მოყვითალოა. თავი მოყავისფრო აქვს და მუქი და წვრილი წერტილებითა და ლაქებით არის დაფარული.
 
კუდის ბოლო ქვემოდან წითელი, ყვითელი ან მწვანეა.<ref name=book_bannikov>Банников А. Г., Даревский И. С., Рустамов А. К. Земноводные и пресмыкающиеся СССР. — М.: «Мысль», 1971</ref> გავრცელების არეალი მოიცავს [[იტალია|იტალიის]] ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ, [[სლოვაკეთი]]ს სამხრეთ, [[უნგრეთი]]ს დასავლეთ ნაწილებს; აგრეთვე [[სლოვენია]]ს, [[ხორვატია]]ს, [[ბოსნია და ჰერცეგოვინა]]ს, [[სერბეთი|სერბეთს]], [[ჩერნოგორია]]ს, [[ალბანეთი|ალბანეთს]], [[საბერძნეთი|საბერძნეთს]], [[მაკედონია]]ს, [[რუმინეთი|რუმინეთს]], [[ბულგარეთი|ბულგარეთს]], [[თურქეთი|თურქეთს]], [[საქართველო]]სა და [[სირია]]ს.