ალილო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''ალილო''' — [[ქართული]] საწესო [[სიმღერა]]. სრულდებოდა [[შობა|შობის]] წინა [[ღამე]]ს. შეიკრიბებოდა რამდენიმე [[კაცი]] (სულ მცირე 3, რადგან სიმღერა სამხმიანია), ჩამოუვლიდა ყოველ [[ოჯახი|ოჯახს]] და სიმღერით [[დღესასწაული|დღესასწაულს]] მიულოცავდა. [[მასპინძელი]] მომღერლებს სანოვაგით ასაჩუქრებდა (აუცილებლად უნდა გაეტანებინათ კვერცხი — სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო). ალილოს ტექსტებში (''„ოცდახუთსა დეკემბერსა“, „ჩიტი ღობეზე შემოჯდა“, „წისქვილს პური დავარიგე“'' და სხვ.) გამოთქმული იყო ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და ბარაქიანობის სურვილი.
 
ალილო მთელ საქართველოში[[საქართველო]]ში იყო გავრცელებული და ყველა კუთხეში თავისებურად ასრულებდნენ. სიმღერას [[წარმართობა|წარმართული]] ჰანგი უდევს საფუძვლად. „ალილო“, როგორც ჩანს, მოგვიანებით დაერქვა ([[ალილუია|ალილუიასგან]]). ვარაუდობენ, რომ საშობაო და სააღდგომო სიმღერების საერთო სახელწოდება უნდა ყოფილიყო [[ჭონა]].
 
საქართველოში[[საქართველო]]ში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომელიც საქართველოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაირღვა — საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. [[1990|1990 წლებში]] მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ [[ილია II]]-ემ აღადგინა. დღესდღეობით ალილოს ზეიმობენ სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, როდესაც მრავალი ეკლესიის მრევლი უერთდება ალილოს მსვლელობას.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალილო“-დან