აღმოსავლეთ ევროპის ბაქანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''აღმოსავლეთ ევროპის ბაქანი''', '''რუსეთის ბაქანი''' — ევროპის ბაქანი, [[დედამიწის ქერქი]]ს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და შედარებით მედეგი მონაკვეთი, რომელიც მიეკუთვნება უძველესი ბაქნების რიცხვს. იკავებს [[აღმოსავლეთი ევროპა|აღმოსავლეთი]] და [[ჩრდილოეთი ევროპა|ჩრდილოეთი ევროპის]] მნიშვნელოვან ნაწილს, [[სკანდინავიის მთები]]დან ურალამდე და [[ბარენცის ზღვა|ბარენცისა]] და [[შავი ზღვა|შავ]] და [[კასპიის ზღვა]]მდე. აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის აღმოსავლეთი საზღვარი ჰერცინულ ნაოჭა სტრუქტურებზე გადის, [[ახალი მიწა|ახალი მიწის]] დასავლეთი სანაპიროს, [[იუგორსკი-შარი]]ს, [[პაი-ხოი]]ს, [[ურალის მთები]]სა და მდინარე [[ემბა|ემბის]] გაყოლებით; სამხრეთი საზღვარი — [[იმიერკავკასია]]ზე, [[ყირიმის ნახევარკუნძული|ჩრდილოეთ ყირიმზე]], [[დობრუჯა]]ზე; დასავლეთი — [[კარპატები|კარპატების რკალზე]], დაახლოებით მდინარე [[ვისლა|ვისლის]] გაყოლებით, და [[იუტლანდიის ნახევარკუნძული|იუტლანდიის ნახევარკუნძულზე]], ჩრდილოეთით აღმოსავლეთ ევროპის ბაქანი ემიჯნება ნორვეგიის კალედონიდებს, საიდანაც საზღვარი [[ფრანც-იოსების მიწა|ფრანც-იოსების მიწის]] არქიპელაგზე გადადის. ბაქნის ჩრდილო ნაწილს [[ბარენცის ზღვა]] ფარავს. ბაქნის საზღვრებში გამოიყოფა [[ფარი (გეოლოგია)|ფარები]], [[ანტეკლიზა|ანტეკლიზები]] და [[სინეკლიზა|სინეკლიზები]]. ეს სტრუქტურული ელემენტები თანამედროვე რელიეფშია ასახული. კამბრიულამდელი საძირკვლის გამოსავლები ზედაპირზე [[ბალტიის ფარი|ბალტიისა]] და [[უკრაინის ფარი|უკრაინის ფარების]] სახით აღინიშნება. აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის ყველაზე ღრმა და მოძრავი უბანია კასპიისპირა სინეკლიზა.<ref>{{წიგნი|ავტორი = დავიდოვა მ., კამენსკი ა., ნეკლიუკოვა ნ., ტუშინსკი გ., | სათაური = სსრკ ფიზიკური გეოგრაფია | ბმული = | ადგილი = | გამომცემლობა = განათლება | წელი = 1988 | | გვერდები = 259-260 | სერია = | isbn = | ტირაჟი = }}</ref>
 
აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის ისტორიაში გამოიყოფა ორი მსხვილი პერიოდი. პირველი პერიოდის მსვლელობისას, რომელმაც მოიცვა მთელი [[არქეული ეონი|არქეული]], ადრეული და შუა [[პროტეროზოური ეონი]] (3500-1600 მლნ. წელი), მიმდინარეობდა კრისტალური ფუნდამენტის ფორმირება; მეორე პროცესის მსვლელობისას საკუთრივ, ბაქნისებური განვითარება, დანალექი საფრისა და თანამედროვე სტრუქტურის წარმოქმნა.<ref>[http://slovari.yandex.ru/~книги/БСЭ/Восточно-Европейская%20платформа/ აღმოსავლეთ ევროპის ბაქანი — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია] {{ru icon}}</ref>
 
ბაქნის საფუძველი აგებულია კამბრიულისწინა ინტენსიურად დანაოჭებული კრისტალური ქანებით ([[გნაისი|გნაისები]], [[კრისტალური ფიქლები]]), რომლებიც ბალტიისა და უკრაინის ფარის ფარგლებში გაშიშვლებულია, სხვაგან, კი დიდ ფართობზე დაფარულია [[დანალექი ქანები]]თ. იქ, სადაც ბაქნის საფუძველი გაშიშვლებულია ან ახლოსაა ზედაპირთან, წარმოდგენილია დენუდაციური მაღლობები და ჭიუხები, ხოლო ბაქნის ღრმად დაძირულ საფუძველზე [[ვაკე (გეოგრაფია)|ვაკეები]] და [[დაბლობი|დაბლობებია]] განვითარებული.<ref>{{ქსე|2|51-52||არა}}</ref>
 
ფუნდამენტის სასარგებლო წიაღისეულებია: რკინის მადნები, ნიკლის, სპილენძის, ტიტანის, ქარსის, პეგმატიტის, აპატიტისა და სხვათა მადნები. დანალექი საფარი შეიცავს საწვავი აირისა და ნავთობის ბუდობებს, ქვისა და კალიუმის მარილების საბადოებს, წიაღისეულ ნახშირს, ფოსფორიტებს, ბოქსიტებს,
სამშენებლო ნედლეულის საბადოებს, აგრეთვე მტკნარი და მინერალური წყლების ბუდობებს.<ref>[http://www.mining-enc.ru/v/vostochno-evropejskaya-platforma/ აღმოსავლეთ ევროპის ბაქანი — სამთო ენციკლოპედია] {{ru icon}}</ref>
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}