ფადეი ბელინსგაუზენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 29:
|ხელმოწერა =
}}
'''ფადეი ფადეის ძე ბელინსგაუზენი''' (დაბადებისას: '''ფაბიან გოტლიბ თადეუს ფონ ბელინსგაუზენი'''; დ. [[9 სექტემბერი]]/[[20 სექტემბერი]] [[1778]], კუნძული [[ეზელი]], ამჟამად კუნძული [[სარემა]], [[ესტონეთი]] — გ. [[13 იანვარი]]/[[25 იანვარი]] [[1852]], [[კრონშტადტი]]) — რუსი ზღვაოსანი, [[ადმირალი]]. 1803-1806 წლებში მონაწილეობდა გემ „ნადეჟდით“ დედამიწის გარშემო ჩატარებულ პირველ რუსულ მოგზაურობაში, რომლის ექსპედიციის მეთაური იყო [[ივანე კრუზენშტერნი]]. 1819-1821 წლებში ხელმძღვანელობდა კარჭაპებით „ვოსტოკით“ (მეთაური ბელინსგაუზენი) და „მირნით“ (მეთაური [[მიხეილ ლაზარევი]]) დედამიწის გარშემო მოგზაურობას, რომლის მიზანი იყო უცნობი მიწების აღმოჩენა [[ანტარქტიკა]]ში. 1819 წელს მათ აღმოჩინეს ატლანტის ოკეანის ანტარქტიკული ნაწილის რამდენიმე კუნძული, 1820 წლის 16 (28) იანვარს ანტარქტიდა. რამდენჯერმე მიუახოვდნენ მის ყინულოვან ნაპირებს და დაასკვნეს, რომ ეს იყო „ყინულოვანი კონტინენტი“. 1821 წელს აღმოაჩინეს კუნძული, რომელსაც პეტრე I-ის სახელი უწოდეს, და ნაპირი, რომელსაც ალექსანდრე I-ის მიწა დაერქვა.