ყარახანიდების სახელმწიფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ყარახანიდების სახელმწიფო''' — ადრინდელი [[ფეოდალური წყობა|ფეოდალური]] სახელმწიფო, რომელიც ჩამოყალიბდა აღმოსავლეთ თურქესტანის[[თურქესტანი]]ს, [[შვიდმდინარეთი|შვიდმდინარეთსა]] და სამხრეთ [[ტიან-შანი|ტიანშანისპირა]] ტერიტორიაზე [[X საუკუნე|X საუკუნის]] 90-იან წლებში. იგი შექმნეს თურქმა ტომებმა - უმთავრესად [[ყარლუყები|ყარლუყებმა]], [[ჩიღილიმები|ჩიღილიმ]], [[იაღმამები|იაღმამ]]. ამ უკანასკნელთაგან წარმოიშვა [[ყარახანიდები]]ს დინასტია. X საუკუნის შუა წლებში ზემოჩამოთვლილ ტომებში გავრცელდა [[ისლამი]]. [[თურქები]]ს დაპყრობით პოლიტიკას [[მავერანაჰრი|მავერანაჰრში]] მოჰყვა [[სამანიდები]]ს სახელმწიფოს სწრაფი დაცემა. [[992]] წელს ყარახანიდების სახელმწიფოს მეთაურმა [[ბოღრა-ხან ჰარუნი|ბოღრა-ხან ჰარუნმა]] დაიპყრო [[ბუხარა]], მისი მემკვიდრე [[ნასრ I]] მთელ მავერანაჰრს დაეუფლა [[996]]-[[999]] წლებში. ყარახანიდების სახელმწიფო საუფლისწულოებად იყოფოდა, ცენტრალური ხელისუფლება მოისუსტებდა. სხვადასხვა დროს ყარახანიდების სახელმწიფოს დედაქალაქი იყო [[ქაშგარი]]. მიწის მფლობელობის უმთავრეს ფორმად დარჩა [[იქტა]]. [[XI საუკუნე|XI საუკუნის]] 60-70-იან წლებში დაიწყო ყარახანიდების სახელმწიფოს შეჯახება [[სელჩუკები|სელჩუკებთან]], რასაც მოჰყვა დეცენტრალიზაცია და შინაფეოდალური ომები. დასუსტებული ყარახანიდების სახელმწიფოს სულთან [[სანჯარი]]ს ([[1118]]-[[1157]] წწ.) დროს სელჩუკებმა დაიმორჩილეს. [[XII საუკუნე|XII საუკუნის]] 30-40-იან წლებში ყარახანიდების სახელმწიფოში შეიჭრნენ და გაბატონდნენ [[ყარახატაელების სახელმწიფო|ყარახატაელები]]. [[1212]] წელს ყარახანიდების სახელმწიფოს ნარჩენები ხვარაზმის შაჰმა [[ალაადინ მუჰამად II|მუჰამედმა]] შეიერთა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[ყარახანიდები]]
* [[თურქთა სახაკანო]]
* [[უიგურები]]
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|10|630}}
*{{citation|last = Davidovich|first = E. A.|contribution = The Karakhanids|year = 1998|title = History of Civilisations of Central Asia|editor-last = Asimov|editor-first = M.S.|editor-last = Bosworth|editor-first = C.E.|volume = 4 part I|pages = 120|publisher = UNESCO Publishing|isbn = 92-3-103467-7 }}
*{{citation|last = Golden|first = Peter. B.|contribution = The Karakhanids and Early Islam|year = 1990|title = The Cambridge History of Early Inner Asia|editor-last = Sinor|editor-first = Denis |publisher = Cambridge University Press|isbn = 0-521-2-4304-1}}
*{{cite book |title=A history of Inner Asia |author=Svatopluk Soucek |publisher=Cambridge University Press |year=2000 |isbn=0-521-65704-0 }}
 
[[კატეგორია:ისტორიული სახელმწიფოები]]