დეკორატიული მცენარეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 36 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q199182
No edit summary
ხაზი 3:
 
== დეკორატიული ხეები და ბუჩქები ==
დეკორატიული ხეები და ბუჩქებია ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეები, რომლებსაც იყენებენ მწვანე მშენებლობის სხვადასხვა ობიექტებზე: კულტურუსა და დასვენების პარკებში, ბაღბში, სკვერებში, ხეივნებში, ბულვარებში, აგრეთვე ქუჩების გასამწვანებლად. დეკორატიულ ხეებს სხვადასხვა ფორმის ვარჯი აქვთ. განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა გაშლილვარჯიანი ([[ჭადარი]], [[მუხა]]), ქოლგისებრვარჯიანი (იტალიური ფიჭვი, ალბიცია), პირამიდულვარჯიანი (მარადმწვანე[[პირამიდული კვიპაროსი]], [[სოჭი]], [[ნაძვი]]) ხეები, ე. წ. მტირალა მცენარეები ([[ბაბილონის ტირიფი]], მტირალა არყი, მერქნიან მცენარეთა მტირალა ფორმები). მათ იყენებენ სხვადასხვა ტიპის ნარგაობებისათვის. ალპინარიუმებისა და კლდოვანი გორაკების (კლდის ბაღბი) მოსაწყობად. იყენებენ დაბალმზარდ, გართხმულ და ჯუჯა ხეებსა და ბუჩქებს ([[როზმარინი]], ურთხელი, [[ღვია]], მთის ფიჭვი). დეკორატიულ პარტერებში კარგია გამოკვეთილი არქიტექტურული ფორმის ვარჯიანი მცენარეები (მჩხვლეტავი ნაძვი, ენგელმანის ნაძვი, ბერძნული სოჭი, სვეტისებრი ფორმის ურთხელი). ხშირად სილამაზისთვის მცენარეებს კრეჭენ და სხვადასხვა გეომეტრიულ ფორმას აძლევენ. ასეთ მერქნიან მცენარეებს განეკუთვნება [[კვიდო]], [[ჭარჭყატა]], ტუია, [[ბზა]], ურთხელი. ვერტიკალური გამწვანებისათვის — შენობათა კედლების, ტალავრებისა და ტრელაჟების გასალამაზებლად უმთავრესად იყენებენ ხვიარა მერქნიან მცენარეებს ([[ვაზი]], [[სურო]], [[კატაბარდა]], ხვიარა ვარდი და სხვა).
 
== მრავალწლოვანი დეკორატიული ბალახოვანი მცენარეები ==