ტროპიკული სარტყლები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ტროპიკული სარტყლები''' — ორი გეოგრაფიული სარტყელი ჩრდილოე...
(განსხვავება არ არის)

14:10, 4 დეკემბერი 2013-ის ვერსია

ტროპიკული სარტყლები — ორი გეოგრაფიული სარტყელი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროში, სუბტროპიკულსა და სუბეკვატორულ სარტყლებს შორის. ტროპიკული სარტყლებისთვის დამახასიათებელია კონტინენტებზე უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს ლანდშაფტი, ხოლო ოკეანეში — წყლის მაღალი ტემპერატურა და მარილიანობა. ტიპურია ჰაერის ანტიციკლონური ციკრულაცია. დაბალი შეფარდებითი ტენიანობა, მცირე მოღრუბლულობა. ამის შედეგია მზის ჯამური რადიაციის მაღალი სიდიდეები 580—920 კჯ/სმ² (140—220 კკალ/სმ² —მაქსიმალური დედამიწისათვის) და ამავე დროს შედარებით დაბალი რადიაციული ბალანსი 250 —290 კჯ/სმ² (60—70 კკალ/სმ²) წელიწადში, აგრეთვე საშუალო დღეღამური და თვიური ტემპერატურების დიდი ამპლიტუდები. ვაკეზე ყველაზე თბილი თვეების საშუალო ტემპერატურებია 30—35°C, ცივისა — არანაკლებ 10°C. ნალექები 50—200 მმ წელიწადში.

ლიტერატურა